• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის სააკაშვილის გათავისუფლების საუკეთესო ფორმულა – ხუხაშვილის განმარტება

ალია ავტორი - ალია
10:39 10-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის დაანონსებული აქციებით საზოგადოებას წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო აფრთხობს.

როგორც ხუხაშვილმა მეტრონომთან საუბრისას აღნიშნა, 30 ოქტომბრამდე სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემაა.

“ორი პრობლემა აქვს ნაციონალურ მოძრაობას – ერთი არის საარჩევნო კამპანია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურად და მეორე – სააკაშვილის გათავისუფლების თემა. მე ვფიქრობ, რომ მთავარი თემა მაინც არის საარჩევნო თემა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, აქციები არანაირი შედეგის მომტანი არ არის. აქციებით სააკაშვილის გამოშვება 30 ოქტომბრამდე, არჩევნების მეორე ტურამდე არაფერს არ მოიტანს. მექანიზმიც კი არ არსებობს სამართლებრივი. ერთადერთი მექანიზმია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების აქტის გამოცემა. მათ შეუძლიათ პროტესტის რაღაც ფორმას მიმართონ პრეზიდენტის მიმართ, მარტო მას შეუძლია სწრაფად გათავისუფლება. კარვები გაშალონ ათონელზე ან რაღაც ქნან. მასშტაბური აქციებით მხოლოდ აფრთხობენ საზოგადოებას წინასაარჩევნოდ და ჩემი აზრით, თვითდაზიანებას იყენებენ”, – ამბობს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, პოლიტიკურ პროცესში აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შედეგის მომტანი, თუ ხელისუფლება რჩება მარტო და საზოგადოება მას კონსოლიდირებულად უპირისპირდება.

“საზოგადოებას ახლა აინტერესებს ვინ უნდა აირჩიოს მერად, რომ მათი პრობლემები გადაწყდეს, პრობლემებზე არიან ორიენტირებულები. მით უმეტეს 12 რიცხვამდე აქციები, საშინელი ტრაგედია მოხდა და არამგონია, რომ სწორი იყოს. აქციებს იმიტომ არ მოაქვს შედეგი, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი იზომება დაახლოებით 30%-ით, დანარჩენი 70% არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, აპოლიტიკური ადამიანები არიან. არიან ადამიანები ვისაც მიაჩნიათ რომ სააკაშვილი არის დამნაშავე და ციხეში უნდა იჯდეს. აქციები პოლიტიკურ პროცესში შედეგის მომტანია იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რჩება მარტო და მთელი საზოგადოება კონსოლიდირებულად უპირისპირდება ხელისუფლებას. ეს მოცემულობა არ არის”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, სააკაშვილის გათავისუფლების საუკეთესო ფორმულა ოპოზიციის მიერ მეორე ტურებში დიდი ქალაქების მოგებაა, რადგან ასეთის შემთხვევაში, მათ ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ბევრად მეტი ინსტრუმენტი ექნებათ.

“შესაბამისად, ამ აქციებში მიდის ძალიან დიდი რესურსი. პოლიტიკური შედეგის დადგომის თვალსაზრისით, გამიშვი-გამატარე და კუნთების თამაში ისევ ხელისუფლებას აწყობს. ამ ტიპის ჭიდაობაში ის ყოველთვის გამარჯვებული რჩება და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ვფიქრობ, რომ ახლა უნდა მიხედონ არჩევნებს. სააკაშვილის გათავისუფლების საუკეთესო ფორმულაა, თუ მათ ეყოლებათ დიდი ქალაქების მერები. ბევრად მეტი ინსტრუმენტი იქნება იმისათვის, რომ რეალურად იზრუნონ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის და არა უბრალოდ ფეხები აბაკუნონ, რასაც ახლა აკეთებენ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. ამის პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსა. როგორც ცნობილია, მთავარი ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციებს ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო და გირჩი – მეტი თავისუფლება არ შეუერთდებიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved