• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

ალია ავტორი - ალია
22:13 06-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,948

    ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის“  თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი, რომელმაც შარშან, „ალიასთან“ ინტერვიუში  განაცხადა, რომ 2025 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში, ისრაელი ამერიკის მხარდაჭერით ირანის სამხედრო  ობიექტებს დაარტყამდა და ჰომეინის რეჟიმს არ მისცემდა ბირთვული პროგრამის ბოლომდე მიყვანის საშუალებას. მისი ეს პროგნოზი ახდა. ის აგრეთვე,, არ გამორიცხავდა, რომ თავად ამერიკას განეხორციელებინა სარაკეტო დაბომბვა ირანზე, მაგრამ ასე არ მოხდა…

– ბატონო კონრად, ამერიკა ისლამურ სამყაროსთან ღია დაპირიპირებას ერიდება? თუ სხვა მიზეზიც არსებობს?

– შარშან თქვენ რომ გესაუბრეთ, მე უტყუარი ინფორმაცია მქონდა. ის, თუ რამდენად არის აშშ ჩართული ირანის წინააღმდეგ ისრაელის მიერ წარმართულ ოპერაციაში, თავად ტრამპის ბოლო განცხადებებიდან ჩანს: 17 ივნისს, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არ არის ირანთან “მოლაპარაკებების ხასიათზე”. სამშაბათს, ვაშინგტონში დაბრუნებისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანისთვის „არანაირი გზით, არანაირი ფორმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“ არ მიუმართავს. „თუ მათ საუბარი სურთ, იციან, როგორ დამიკავშირდნენ“, – თქვა ტრამპმა და დასძინა: „მათ უნდა მიეღოთ ის შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე იყო – ეს ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენდა!!!“ ტრამპი ვაშინგტონში სამშაბათს დილით ჩავიდა, მას შემდეგ, რაც მოულოდნელად დატოვა დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში, სადაც ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტს განიხილავდნენ.„ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს ძალიან მარტივია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში დაბრუნებისას.

“ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა. ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა. მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება…”  წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social. მანამდე მან ირანს უპირობო დანებებისკენაც მოუწოდა. აშშ-მ და ირანმა ორ ხელში ითამაშეს. დონალდ ტრამპისათვის ირანის წინააღმდეგ წარმატებულად ჩატარებული დარტყმებით, ისრაელმა მას დაუბრუნა ის იმიჯი, რაც რუსეთთან მიმართებაში დაკნინებული იყო. ის რომ აშშ უშუალოდ არ აცხადებს, რომ ჩართულია ირანის დაბომბვაში, უკავშირდება ირანის ხელისუფლების მომავალს. კერძოდ, ირანის ტახტის მემკვიდრე, რიზა ფეჰლევი (ირანის შაჰის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილი), ცხოვრობს აშშ-ი, მერილენდის შტატში. თუ ირანის მთლიანობა არ დაირღვა ახლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ დაირღვევა მომავალში, მაგრამ ამ წამს ირანის ხელისუფლების სათავეში რეზა ფეჰლევის დაბრუნება განიხილება. ამიტომაც აშშ-ს არ უნდა  პოზიციონირება, როგორც ირანზე თავდასხმაში მონაწილე მხარისა, რათა ირანის მოსახლეობაში აშშ-ში მცხოვრები რიზა ფეხლევი არ იქნას მიღებული, როგორც აშშ-ს მიერ თავსმოხვეული მარიონეტი ხელისუფალი. ირანის შაჰის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის შვილიშვილი, პრინცესა იმან ფეჰლევი ახლახანს გათხოვდა. მისი ქმარი ამერიკელი ბიზნესმენი, წარმოშობით ებრაელი ბრედლი შერმანია.ასე რომ, აიათოლების ირანი დასასრულს უახლოვდება.

–რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი? ირანის დაყოლიება, უარი თქვას ატომური ბომბის შექმნაზე, თუ ირანის რეჟიმის დასრულება და ახალი, სამოქალაქო ხელისუფლების მოყანა?

–ტრამპის და ისრაელის საბოლოო მიზანი არის ირანის დაშლა მინიმუმ სამ  ნაწილად: ჩრდილოეთ ნაწილად (35 მილიონიანი ირანის აზერბაიჯანი), ქურთისტანად და საკუთრივ სპარსეთად. ეს შორსმიმავალი გეგმაა და თურქეთის მთლიანობასაც საფრთხეს შეუქმნის, თუ ახალი ქურთისტანის სახელმწიფო შეიქმნება ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე: ირანის, ერაყის, სირიის და თურქეთის. იმის გამო, რომ ახალი ქურთისტნის სახელმწიფო შეიძლება გადაიჭიმოს შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ეს ფაქტი საქართველოსთვისაც ახალ რეალობას შექმნის, რადგან ახალი ქურთისტანი შესაძლოა საქართველოს სამხრეთის მხირადაბ, მეზობელი ქვეყანა გახდეს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის, წარმოშობით ქართველი, ახალი შეფის დანიშვნა რიჩარდ მურის ადგილას, ნიშნავს გეოსტრატეგია თურანის დასასრულს, რაც თურქეთის ახალ მომავალს უკავშირდება და ეს მომავალი ირანივით სამ ნაწილად დაშლით ემუქრება თურქეთს: ქურთისტანი, ანატოლია და სტამბულის რეგიონი. ეს ყოველივე არის ტრაპისა და ისრაელის ერთობლივი პროექტი, რომელიც აქტივიზაციას გაუკეთებს ევრაზიის კონტინენტზე „აბრაამიტულ შეთანხმებას“ და რომლის ლიდერიც ისრაელი იქნება.  ეს ნიშნავს იმას, რომ ისრაელი შექმნის თავის გეოსტრატეგიულ პანრეგიონს, რომელშიც შევა ახლო აღმოსავლეთი,სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია. ამით, ისრაელის სახელმწიფო დაიმტკიცებს გლობალური მოთამაშის სტატუსს და საბოლოოდ დაასრულებს საუბარს იმის შესახებ, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა გაქრეს მუსულმანურ ზღვაში. პირიქით, ისრაელის სახელმწიფო, მუსულმანური ზღვის სათავეში  მოექცევა, როგორც გეოსტრატეგიული ლიდერი. ეს არის ზომიერი გლობალისტების (პატრიოტების) ამოცანა და ტრამპი ამ ამოცანას ისრაელის მეშვეობით ახორციელებს. ულტრაგლობალისტები, რომელთა სათავეშიგაერთიანებული სამეფოა, იძულებული იქნებიან შეეგუონ ისრაელის ახალ გეოსტრატეგიულ როლს ევრაზიის კონტინენტზე, რომლის სამხრეთი ზოლი (ბრიტანეთის კუნძულებიდან სამხრეთ ჩინეთამდე), განიხილება როგორც დიდი ბრიტანეთის მაკროზონა. ისრაელი გახდა ზომიერი გლობალისტების (პატრიოტები) ლიდერი და დასაყრდენი სახელმწიფო. ასე რომ, მომავალი მსოფლიოს ბედი გადაწყდება იერუსალიმი- ლონდონი-ვაშინგტონის ღერძზე, რაც მოასწავებს იმას, რომ მსოფლიოს მმართველი ტრილატერალი  საბოლოოდ დაამარცხებს ანტიტრილატერალს (რუსეთი-ირანი, ჩინეთი). რა თქმა უნდა, ირანის განადგურების შემდეგ, გასავლელი იქნება რუსეთის დაშოშმინების ეტაპი, რასაც ბოლოს მოყვება ჩინეთის საბოლოო დაშოშმინება. ეს მოხდება ფერგანაში, რომელიც არის ჩინეთის უიგურიის მომიჯნავე რეგიონი, მაგრამ ეს უკვე საუბრის სხვა თემაა.

-თქვენ რამდენიმე თვეა ამერიკაში იმყოფებით. როგორია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკული მედიის, საზოგადოები დამოკიდებულება? ხომ არ ითხოვენ ამერიკის მეტ ჩართულობას კონფლიქტში და პირდაპირ ვიტყვი, ირანის მიწასთან გასწორებას ამერიკული რაკეტებით?

–თითქმის ერთი წელია იძულებით ემიგრაციაში ვარ. აშშ-ი ბევრი სხვა პრობლემაა, რის გამოც ირანის თემა შედარებით ნაკლებად აქტუალურია.

-ირანის სამხედრო დასუსტების ფონზე, რაც უკვე  აშკარად იკვეთება, რამდენად გაუარესდება რუსეთის სამხედრო პოტენციალი უკრაინის ომში? ცნობილია, რომ ირანი კამიკაძე–დრონებს და სხვა სახის შეიარაღებას აწვდიდა რუსეთს, რაც დღეს თავად სჭირდება? ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს უკრაინის სასარგებლოდ? რა შეღავათები მიეცემათ უკრაინელ მებრძოლებს?

–აშშ რუსეთს განიხილავს ჩინეთის წინააღმდეგ პოტენციურ პარტნიორად, მაგრამ ამერიკელთა ეს მიდგომა რუსეთის მიერ არ ზიარდება, რის გამოც, რუსეთს ისეთივე ბედი ელის, როგორიც ირანს, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა 60 დღე მისცა შეთანხმების გასაფორმებლად. ირანმა ეს დრო ვერ გამოიყენა და ახლა კატასტროფის წინაშეა. იგივე ბედს გაიზიარებს რუსეთი, თუ არ დათანხმდება აშშ-ს ვასალობას ჩინეთის წინააღმდეგ. რუსეთშიც მალე მოხდებ ხელისუფლების ცვლილება…

 

 

თეგები: კონრად ბაბუნაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved