• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა არ თქვა ზარქუამ? – რა დრო გაატარეს აბუ–დაბის იზოლატორში და რამდენი იყო ჯარიმა? – მამუკა ჟღენტი

ალია ავტორი - ალია
23:50 01-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25,942

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელმა, დიპლომატმა მამუკა ჟღენტმა პოლიტმეტრის ეთერში განაცხადა, რომ ოცნების წევრებმა, ვიქტორ სანიკიძემ და ირაკლი ზარქუამ მინიმუმ დღე-ნახევარი, ერთი ღამე გაატარეს აბუ-დაბის იზოლატორში.

“არ არის გასაკვირი, რომ ისინი პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ატყუებენ. ნამდვილად, 5 ადამიანი იყო დაკავებული მათი მხიდან და აქედან რამდენიმემ 3-4 დღე გაატარა იზოლატორში. პირადად ბატონმა ზარქუამ და სანიკიძემ მინიმუმ დღე-ნახევარი, ერთი ღამე გაატარეს აბუ-დაბის იზოლატორში. მე რამდენადაც ვიცი, ახლოს ისხდნენ ერთმანეთთან და მეორე მხარესთან იქაც კი ჰქონდათ ვერბალური შელაპარაკება”, – განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკურად არ წარმართულა და ონლაინ ჩატარდა. ამასთან, ჟღენტი აღნიშნავს, რომ ზარქუას განცხადება, თითქოს მათ ჯარიმის სახით 3-4 ათასი დოლარი გადაიხადეს, მცდარია და რეალურად თითოეულ მათგანს 10 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწიათ.

“სასამართლო პროცესი, როგორც წესი, ფიზიკურად არ წარმართულა და ონლაინ ჩატარდა. ისინი ნამდვილად ისხდნენ დაკავების იზოლატორში. გარდა ამისა, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ რა თანხით დაჯარიმდნენ, თუმცა ფაქტია, რომ იტყუებიან. მინიმუმ 10 000 ევროზე მეტის გადახდა მოუწია თითოეულ მათგანს – ყოველ შემთხვევაში, ზარქუასა და სანიკიძეს. ადვოკატებსაც საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადეს, რათა რაიმე დახმარება აღმოეჩინათ მათთვის”, – აღნიშნა ჟღენტმა.

ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა. მან ამის შესახებ პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

“იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით”, – თქვა ზარქუამ.

ამას გარდა, ზარქუა ამტკიცებს, რომ ბიჭს, რომელმაც თეფში ისროლა და  დაპირისპირებისას არალეგიტიმური დეპუტატების მხარეს იყო, არ იცნობს.

13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები, ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved