• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი, თავისი ფასი აქვს – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:00 07-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293

ყველაფერზე წამსვლელია ეს ოპოზიცია, რათა რაიმენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს ვნახეთ ჩვენ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ღალატის და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილს, რაზეც ოპოზიციას ხელი აქვს მოწერილი თავისი ფასი აქვს და ეს არის, რომ ყველაფერზე წავიდნენ.

„ეს გამოძიების თემაა და გამოძიება სრულად დაადგენს რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოლოდინებს და წარმოდგენებს, ჩვენ არ გვაქვს ილუზია და გვაქვს ყველანაირი მოლოდინი, რომ ეს ოპოზიცია ყველაფერზე წამსვლელია. შეგახსენებთ, როგორ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე. ამ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შეთანხმებით, ქვეყანაში შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ფარულად შემოპარება ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ. დღესაც უფროსის მოადგილის პოზიციაზეა გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის ფარულად შემოპარვა. მანამდე, მიხეილ სააკაშვილი ევროპის დედაქალაქებში იმყოფებოდა და მას სხვა დროსაც წითელ ხალიჩებს უგებდნენ, ისე ეგებებოდნენ. ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი, კინაღამ საქართველო ჩაითრიეს სამოქალაქო დაპირისპირებაში.

რომ არა ზუსტად ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ახლა ამ საქმეს იძიებს, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართულობა, ვინ იცის, რა მოხდებოდა 2021 წლის არჩევნების წინა დღეს, როგორ აირეოდა აქ სიტუაცია, ვისი ტყვია გაისროდა, ბოლოს ვისი ტანკი დადგებოდა ამ ქვეყანაში. ამიტომ, ამ ოპოზიციისგან ჩვენ ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ რაიმეზე უკან დაიხევენ. მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. ის ფურცელი, რაზეც მათ ხელი აქვთ მოწერილი, ქვეყნის ღალატის და სხვა ჯგუფების და გარე ძალების ინტერესებში დგომის ხელწერილი, ამ ხელწერილს და ამ პირობას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი არის, რომ მოიცილონ ყველანაირი მორალური ზღვარი და შებოჭვა, წავიდნენ ყველაფერზე. ამიტომ წარმოდგენა ის არის, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს ოპოზიცია, რათა რაიმენაირად ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს ვნახეთ ჩვენ როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, ისე სხვა ანალოგიურ შემთხვევებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved