• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ” -მერიიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
14:09 12-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, ნინო კიკნაძე პოლიტიკური შეხედულების გამო, სამსახურიდან გაანთავისუფლეს:

,,ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა ”იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა – ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

თბილისი – იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა.

მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ.

ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს. 2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ”, – წერს ნინო კიკნაძე

თეგები: თბილისის მერიაკახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved