“ვიღაც ჟო’ზვიაკი რომ გამოთხარა გუშინ მავნე ტელევიზიამ, ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელი შეხვდება თუ არა, საკითხავიაო, ახლა შეხვედრა შეაფასებინონ, ძალიან ღირებული იქნება მისი აზრი,”- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე პრემიერ–მინისტრისა და ზოგადად “ქართული ოცნების” მიმართ არაერთხელ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას საერთაშორისო პარტნიორები არ ხვდებიან.
“მიშელსაც შეხვდა, სტოლტენბერგსაც და სხვებსაც.
აანონსებდნენ, დელეგაცია ხელცარიელი დაბრუნდებაო. ეს რიტორიკა, რასაც ეწევით, ვის აწყობს, კალიურანდს ჰკითხეთ და გეტყვით.
საკუთარი მთავრობის ევროპულ ტურნეს და მაღალი რანგის შეხვედრებს მრუდედ და შურით რომ აშუქებ, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას რომ ცდილობ და ბრიუსელში დესანტს აგზავნი, ამ დროს თავი რომ პროევროპულად მოგაქვს, სხვას პუტინისტს უწოდებ, თან ზიზღს აფრქვევ და იმუქრები, რომელ შერიგებაზე ღაღადებთ?!”– წერს ამირან სალუქვაძე.
კომენტარები