• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანაში შექმნილი კოვიდმდგომარეობის ფონზე, მოქმედი მთავრობა არაფერს აკეთებს ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
17:47 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერი გახარიას დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედი მთავრობა არაფერს აკეთებს ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ვაშაძის შეფასებით, საკმაოდ უუნაროა მთავრობა კოვიდპანდემიის მართვასთან მიმართებაშიც. პრემიერობის კანდიდატი კოვიდინფიცირების არეალის კიდევ უფრო მეტ გაფართოებაზე, გავრცელებასა და შესაბამისი უწყებების მოუმზადებლობაზეც საუბროს და   გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას, სწორედ  აღნიშნულ ფაქტებს უკავშირებს.  


“ეს იყო არაფრის მთქმელი განცხადებები, რაც ჩვენ პრემიერი გახარიასგან მოვისმინეთ. ფაქტობრივად, ნულის ტოლფასია ის , რასაც მოქმედი მთავრობა ქართული ბიზნესის გადასარჩენად ვითომ გეგმავს. უფრო მეტიც, მათ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, კოვდიპანდემიის მართვის პირობებში,   გეგმაც არ წარმოუდგენია. ჩატარებული ტესტირების მოცულობა დღითიდღე მცირდება. 15 სექტემბერს 13 000 ტესტია ჩატარებული, ხოლო დღეს ბოლო მონაცმეებით ჩატარებული ტესტების რაოდენობა მხოლოდ 6 000 შეადგენს. არ ვიცით რატომ? ამაზე არ საუბრობენ.  ფაქტია არ აქვთ ტესტების მარაგი და აწყობილი მართვის სისტემა. ეს შექმნილ კრიზისზეც მეტყველებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მთავარი პრობლემა და ყველაზე დიდი რისკი ჯერ კიდე წინ გველის, თუ კოვიდ ინფექციის დროული გამოვლენა არ მოხდა, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება და დიდი მასშტაბები გველის. სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილი გვეყოლება და ამ ყველაფერზე ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია. სრული ჩავარდნაა დაავადების მართვასთან დაკავშირებით, ტესტები არ ტარდება, არც კი ვიცით უკვე რამდენ ადამიანს აქვს კორონა ვირუსი და რამდენით მეტი ინფიცირებულია ქვეყანაში. ვეკითხები პრემიერ გახარიას, რატომ არაფერი არ გააკეთეთ და რატომ გამოგვკეტეთ მთელი გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში? დღეს, როცა გვიმტკიცებენ, რომ თურმე საქართველოს ტესტირება არ სჭირდება და მასობრივი ტესტების გარეშე აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას, ეს არის აფსურდი, რადგან თუ დიაგნოზი არ დავსვი ვის უნდა უმკურნალო?, ” – აცხადებს გიორგი ვაშაძე და მიაჩნია რომ მოქმედი პრემიერი მისგან სწორედ ამ მწავევე კითხვებს გაურბის და  დებატებზე უარი თქვა.

“სწორედ ამიტომ არ მოდის დღეს ბატონი გახარია დებატებში, მას ეშინია – დაგროვილ კითხვებზე პასუხები არ აქვს. ახლა კი, სრულ აფსურდებს გვეუბნებით, თითქოს არჩევნების შემდეგ გადააქვს მთავრობას საზღვრის გახსნის საკითხები. გეკითხებით, სახელმწიფოს რა სამოქმედო გეგმა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს გადარჩენისთვის? ჯერ კიდევ მაისში გავუგზავნეთ დოკუმენტები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მაისში, ივნისში, ივლისში და აგვისტოში, მაგრამ მათ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს, რადგან ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები. სრული უყურადღებობაა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, ახალი რეგულაციები შემოაქვთ და ვისზეც ეს ვრცელდება მათ ეუბნებიან, რომ არაფრით დაეხმარებიან. ბატონო გახარია, ამ ხალხს იმ 5 მლრდ-დან უნდა დაეხმაროთ, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს, რომლის თქვენს ჯიბეში წაღება გინდათ და არც ერთი კაპიკი არ გსურთ,  უმძიმეს ვითარებაში დარჩენილ ადამიანებს მოახმაროთ. რეალურად გიორგი გახარიას ეშინია, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ფულისმკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო. დღეს 22:30 საათზე ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს ფულის მკეთებელთა გუნდიდან ვინც არ უნდა მოვიდეს, “ – აცხადებს  ვაშაძე.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved