ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი დღეიდან განახლდება. აცრა ჩაუტარდებათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო ვაქცინის მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.
ამ ეტაპზე ასტრაზენეკას გარდა, ხელმისაწვდომია „სინოფარმისა და სინოვაკის“ ფირმის ვაქცინები. გასული დღის მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 302 388 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 119 233 ადამიანი.
ცნობისათვის, საქართველომ „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა კოვაქს პლატფორმიდან რამდენიმე დღის წინ მიიღო.
კომენტარები