• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვეყანამ 5 მლრდ დახმარება მიიღო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, 1 თეთრიც არ გაიღეთ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად?” – ვაშაძე პრემიერ გახარიას

ალია ავტორი - ალია
14:33 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყენაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დამსხვრეული ოცნებების მთავრობა კვლავინდებურად ილუზიაშია, „გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის“. ამასთან, ვაშაძე მოქმედ მთავრობას ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ  მოუწოდებს.„ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ამ ფონზე ხალხმა აღარ იცის საიდან დაფაროს  საბანკო სესხები, გადაიხადოს პროცენტები. ლარის კურსი ყოველდღიურად იზრდება, შედეგად ყველა ბანკი საპროცენტო განაკვეთს აძვირებს და მიმდინარეობს ქონების მასობრივი გადაფორმება მიკროსაფინანსო თუ საბანკო დაწესებულებების მხრიდან,“ – აცხადებს ვაშაძე და მოქმედ მთავრობას უამრავი კითხვით მიმართავს.


“ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ამ პირობებში გახარია გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად არის. გეკითხებით სად არის გეგმა და სტრატეგია? საიდან გადაიხადოს ხალხმა ეს ფული? 200 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგა, მცირე და საშუალო ბიზნესი ტოტალურად გაჩერებულია და უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ კი არაფერს აკეთებთ. 145 მლნ ლარი თქვენი მეგობრებისთვის ხომ მოძებნე, რომ ანგარიშზე გადაგერიცხათ და შემდეგ ეს ფული თქვენივე პარტიაში შემოწირულობად დაიბრუნეთ. თქვენ ხომ მოძებნეთ ფინანსური სახსრები იმ უძრავი ქონების კომპანიებისთვის, სადაც თქვენი პარლამენტის წევრები არიან მეპატრონეები?  რატომ არც ერთი თეთრი არ მოიძებნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე ვითარებაშია? ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი გეგმა და სტრატეგია გვაქვს, სად არის თქვენი  გეგმა? რას ელოდებით? ხალხის ბედის ანაბარად მიტოვება შეიძლება?ტოტალურად ხდება ქონებების გადაფორმება საქართველოში საფინანსო დაწესებულებების მხრიდან და ეს ხალხი ქუჩაში, რომ დარჩება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე, ამის შემდეგ რა უნდა გავაკეთოთ? 5მლრდ მივიღეთ დახმარება საერთაშორისო დონორი თუ საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ მიდის არც ერთი თეთრი ამ ადამიანების დასახმარებლად? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლური დამოკიდებულება თქვენი მხრიდან? ბატონო გახარია ტელევიზორში, რომ კეკლუცობთ, მედიაშიც არ ჩნდებით, ნორმალურად დაგროვილ კითხვებზე პასუხებს არ სცემთ… ეს  არ შეიძლება. ქვეყნის პრემიერობა ნიშნავს ხალხზე ზრუნვას და გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. როცა დებატებზე ვსაუბრობ, დიახ დებატებში უნდა გამოხვიდეთ და ამ  საკითხებზე ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა და მოქმედი პრემიერს ანტიკრიზიული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.„ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, სად არის თქვენი სტრატეგია? რით ვეხმარებით ხალხს? ნუთუ ფიქრობთ, რომ მართლა შიმშილისთვის გინდათ გაწიროთ ადამიანები. 8.2%-მდე გაიზარდა  საქართველოში შიმშილის ზღვარს მყოფი ადამიანების რაოდენობა, რეგიონში ყველაზე მაღალი ციფრი გვაქვს, 3-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში და არაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ საჭმელიც გაქვთ, სასმელიც, შემოსავალიც და ბიუჯეტის ფულსაც კარგად განკარგავთ. რას აპირებთ ამ ასობით ათასი ოჯახის დასახმარებლად? კონკრეტული გეგმით გამოდით და ამ საკითხზე გვიპასუხეთ, “  – აცხადებს გიორგი ვაშაძე და პრემიერ გახარიას კვლავინდებურად დებატებში იწვევს.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved