• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, კვირა, 13 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, გველოდება რთული მეხუთე ტალღა – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
14:08 10-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის. მეოთხე ტალღა ვერ შეაჩერეს. რა არის მიზეზი?! – არჩევნები! – ამის შესახებ facebook ჩართვაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა. 

ფხაკძის შეფასებით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ყოველ დღე 40-მდე ადამიანის გარდაცვალება გენოციდის ტოლფასია.

ამასთან, ექსპერტი იანვრის თვეში რთულ მეხუთე ტალღას პროგნოზირებს.

“იმის ნაცვლად, რომ 3-5 გარდაცვლილი გვყავდეს, 30 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. თავის დროზე აფხაზეთში – რუსებმა და აფხაზებმა, ცხინვალის რეგიონში – რუსებმა და ოსებმა ხომ გაგვიკეთეს გენოციდი, ახლა კი საქართველოში ვერმართული პანდემიის სახით ჩუმი გენოციდი მიმდინარეობს.

დღეში 30-40 ადამიანი გვეღუპება და ქვეყანაში ყველაფერი გახსნილია, ვაქცინაციის პროცესი ჩავარდნილია, ხალხის უმრავლესობა უპირბადოდ დადის და ა.შ…. ზოგადად, ეს ქვეყანა ბოლო 30 წელიწადია, ვერ ჩამოყალიბდა. აქ ფული და გავლენები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

გახსოვთ ჩემი პროგნოზი, რომ გეუბნებოდით, იანვარში რთული მეხუთე ტალღა გვექნება-თქო?! ახლა რაც ქვეყანაში ხდება, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. გავიგე – არასტაბილური ქვეყანა ვართ, გავიგე – დემოკრატია ჯერ კიდევ მშობიარობის პროცესშია, მაგრამ არალოგიკურობა როდემდე?!

ვაქცინაციის ლატარია არის აბსურდი. სხვათა შორის, თავის დროზე ბატონმა გია ხუხაშვილმა თქვა, კარგი იქნება, წასახალისებლად ხალხს ვაჩუქოთ მანქანა, ბინა, სარეცხის მანქანა, ნივთებიო. მე დავამატებდი, სახელმწიფო კი არ უნდა ჩარეულიყო ვაქცინაციის ლატარიაში, არამედ ბიზნესის აქტიური ჩართულობა უნდა უზრუნველეყოთ, ფსიქოლოგიურად მეტი სტიმული და ეფექტურობა იქნებოდა ნივთების გადაცემით, ვიდრე ამ 50-100 ლარით” – ამბობს ფხაკაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved