ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
“მოსახლეობის 51% არცერთ არხს არ ენდობა, არ დადის არჩევნებზე, არ აღიარებს არცერთ პარტიას.
მოსახლეობის ამ 51%-ს აქვს მთავარი გასაღები, შეცვალონ რეალობა, მაგრამ ცხოვრობს იმ რეალობით, რომლებსაც სხვები უქმნიან.
ნდობის გადანაწილების მაჩვენებელი კი იმდენად მცირე ულუფებს მოიცავს, შეიძლება ითქვას, ესეც უნდობლობას უტოლდება.
ზოგადად, უნდობლობა ჩვენი მთავარი მახასიათებელია.
ქვეყანა, სადაც არავინ არავის ენდობა, თანაც სამართლიანად, მას მომავალი თითქმის არ აქვს.”
კომენტარები