საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 62% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 26%-ს მიაჩნია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 12%-მა ან არ იცის, ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა ჩატარებულია 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, პირისპირი ინტერვიუების გზით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1500-მა სრუწლოვანმა რესპონდენტმა. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %.
კომენტარები