• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია – ღამით დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია

ალია ავტორი - ალია
14:27 05-26-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში გვაქვს მძიმე შედეგები.

15 – ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. ძალიან აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან. ამ წუთებში, პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს და ველოდებით წყლის ნაკადის შემცირებას, რის შემდეგადაც დავიწყებთ სამაშველო სამსახურთან ერთად იმ კერძო სახლებში სამუშაოებს, რომელიც დატბორილია.

გაწმენდითი სამუშაოები წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყება. ამ წუთისთვის, ფიზიკურად ვერ ხერხდება აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში წყლის დონე დაიკლებს და აქტიურად დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. სამაშველო სამსახურთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, მთავრობის ადმინისტრაციიდან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ზიანი ნაკლები იყოს. ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- აღნიშნა გიორგი დოხტურიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved