• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, შაბათი, 21 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვემო ფონიჭალაში მოქალაქეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ – რა ხდება ტრაგედიის ადგილზე

ალია ავტორი - ალია
12:21 11-21-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

ქვემო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. ადამიანები აფეთქების შედეგად დაღუპულ ექვს ადამიანს გლოვობენ და მათი ხსოვნის პატივსაცემად სპეციალურად მოწყობილ კუთხეში ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი თუნუქის ღობით შემოსაზღვრეს. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია.

არსებული ინფორმაციით, შენობის დემონტაჟი, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყება, რაც გადარჩენილი ბინებიდან მოქალაქეები პირადი ნივთების გამოტანას დაასრულებენ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამორტიზირებულ კორპუსში 28 ოჯახის დაბრუნება ვეღარ მოხდება, ადამიანებმა, რომლებიც მომიჯნავე კორპუსებში ცხოვრობენ, განგაშის სიგნალი ჩართეს. მომიჯნავე კორპუსების მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი შენობებიც ავარიულ მდგომარეობაშია და შესაძლო დემონტაჟმა შესაძლოა საფრთხე კიდევ უფრო გაზარდოს. ადგილობრივები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მორიგი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომების მიღება აუცილებელია.

დასაშლელია საერთოდ კორპუსი, იმიტომ, რომ როგორც ასეთი, აქვს ბეტონის კოროზია კორპუსს მთლიანად. დასუსტებულია, ფაქტობრივად, მარტო მეტალი იჭერს მთელ კორპუსს, იშლება, იფშვნება კორპუსი. აქ მანქანები რომ დადიან, ვიბრაციაა და იშლება და იშლება ბეტონი. კიდევ მაინც და მაინც მსხვერპლს უნდა ველოდოთ, რომ რაღაც მოხდეს? ხომ შეიძლება, წინასწარ რაღაც გაკეთდეს და მოგვხედონ, – ამბობს ადგილობრივი. 

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved