• რეკლამა
  • კონტაქტი
09:45, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ქუთაისში „თეგეტას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
17:41 01-12-2023
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. ქუთაისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, დავით აღმაშენებლის #99-ში გაიხსნა. ამ ობიექტის გახსნით „თეგეტას“ ქუთაისში ორი ფილიალი ექნება, სადაც მსუბუქი ავტომობილებისმფლობელებს მოემსახურებიან. მომხმარებელს ახალ ფილიალში სწრაფი სერვისებითსარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად,საწყობსა და შოურუმსაერთიანებს, სადაც სხვადასხვაპრემიუმ ბრენდის  პროდუქციაა წარმოდგენილი.

გიორგი იაკობიძე, „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორი: „თეგეტა მოტორსის“სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ქუთაისში ახალი ფილიალი გავხსენით. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხი, სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, რასაც, ერთი მხრივ, ქსელის გაფართოებით, მერე მხრივ კი თანამედროვე, დისტანციური სერვისებით უზრუნველვყოფთ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფილიალში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს ვთავაზობთ და გარემოც მთლიანად მათ კომფორტზეა მორგებული. მაღალი ხარისხის პროდუქცია, უახლესი დანადგარები, კვალიფიციური კადრები – ეს არის „თეგეტას“ სტანდარტი, რაც ჩვენ მიმართ მომხმარებლის კმაყოფილებასა და სანდოობას განსაზღვრავს“.

ახალი სერვისცენტრი, რომელიც 530 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტ ავტომფლობელსმოემსახურება. მომხმარებელი ონლაინრეზერვაციითაც ისარგებლებს.

ფილიალში შემდეგი სერვისების მიღებაა შესაძლებელი:

 

  • ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა
  • ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
  • საბურავების სერვისი
  • ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
  • აკუმულატორების შეცვლა
  • ნათურების შეცვლა და ფარების გასწორება
  • კონდიცირების სისტემის დატუმბვა

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვისცენტრში, წარმოდგენილი იქნება  Shell, Motul, Petronas, Mobil, Sonax, Ate, Varta, Fiamm, Exide, Bridgestone, Michelin, Continental და სხვა პრემიუმ ბრენდების პროდუქტები. ახალი ფილიალის შოურუმში ხელმისაწვდომი იქნება ძრავის ზეთები, ანტიფრიზები, სამუხრუჭე ხუნდები, აკუმულატორები, მანქანის აქსესუარები და ავტომობილისათვის საჭირო პროდუქტები.

 „თეგეტა მოტორსის“ ქუთაისის ახალი ფილიალი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 9:30-იდან  18:30-ამდე, კვირას კი – 09:30-იდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved