ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან მაღაზია გაძარცვეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა, წაღებულია თანხა და პროდუქტები.
მაღაზიის მფლობელის თქმით, დილით ხმაური გაიგეს, გამოვიდნენ და მაღაზიის კარი გატეხილი დახვდათ.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.
კომენტარები