ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის ეპიდემიოლოგი ლია შეკილაძე NCDC-ში მუშაობდა.
მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა.
თავდაპირველად მდგომარეობა სტაბილური იყო, მოგვიანებით დამძიმდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.
ექიმ-ეპიდემიოლოგი გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა.
კომენტარები