ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფექცია #32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში დღის განმავლობაში მედიკოსებმა „პისიარ“ ტესტისთვის ნიმუშები 300-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
კომენტარები