ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.
კომენტარები