• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, ორშაბათი, 26 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქუთაისის ოპერის თეატრში covid 19 მძვინვარებს – რატომ მალავდა ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია?

ალია ავტორი - ალია
12:25 10-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ქუთაისის ოპერის თეატრის დასის დიდი ნაწილი covid 19-ით არის ინფიცირებული, ,,ნიუპოსტს” ამის შესახებ ინფორმაცია, ოპერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გულო გეგეჭკორმა მიაწოდა. 

,,ბადრი ადამია კონტაქტი – მეუღლეს აქვს კორონა. ირმა შავგულიძე კონტაქტი – გამოვლენილია უკვე ტემპერატურა. ჩოგოვაძე გოჩა კოვიდი. ვალერი გიორგაძე კოვიდი. კლარა გორგოძე კოვიდი. პაქსაძე მაია კონტაქტი. შოთა ბანძელაძე კონტაქტი. სერგო ფურცხვანიძე კოვიდი. ცინცაძე ქეთევანი კონტაქტი. ნიკა ნანობაშვილი კოვიდი – აქვს19 გუნდის წევრთან კონტაქტი”, – განაცხადა გეგეჭკორმა.

კითხვაზე, თუ როდის გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ დასის წევრებს კოვიდი დაუდასტურდათ, საზოგაოდებასთან  ურთიერთობის სამსახური გვპასუხობს, რომ რამდენიმე დღეა აღნიშნულის შესახებ ცნობილია. 

,,ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეა არის, როგორც მითხრეს” – აცხადებს გეგეჭკორი. 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის პასუხთან წინააღმდეგობაში მოდის, ქუთაისის ოპერის თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირინა ლომინაძის სიტყვები, რომლის თანახმადაც ოპერაში კარანტინის შესახებ ინფორმაცია არის სიცრუე, ეს განცხადება მან გუშინ 26 ოქტომბერს დაახლოებით 15:00 საათზე გააკეთა. 

,,როგორ შეიძლება ასეთი ტყუილი მოიგონო, თითქოს პაატა ბურჭულაზის ვიზიტის გამო თეატრში კარანტინი გამოვაცხადე”, – განაცხადა ლომინაძემ მედიასთან. 

გარდა ამისა, ,,ნიუპოსტსმა” გაარკვია, რომ ქუთაისის ოპერის შენობაში არსებული ცეკვის წრე, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მოსწავლეთა მშობლებს, არანაირი კოვიდინფექციის და კარანტინის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, რაც რეგულაციების მიხედვით კანონდარღვევაა.  

,,გუშინ ჩვეულებრივ მივიყვანე ბავშვი ცეკვაზე და დღესაც უნდა მივიყვანო, არავის უთქვამს რომ კარანტინში არიან”, – განუცხადა ,,ნიუპოსტს” ერთ-ერთმა მშობელმა. 

შეგახსენებთ, გუშინ 26 ოქტომბერს მსოფლიო საოპერო ბანი პაატა ბურჭულაძე, ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved