ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ყველა სასაფლაო დაკეტილია ხოლო, ქუთაისის მერის მრჩევლის ოჯახის წევრები გუგუნებენ/სასაფლაოებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს საპატრულო პოლიცია / Patrol Police of Georgia საპატრულოს უფროსმა პასკის ჭამა დაასრულა ნეტავ ?! Amiran Verulashvili“
ფოტოზე ქუთაისის მერის მრჩევლის, შოთა ჩივაძის ბიძა, გელა ჩივაძეა სასაფლაოზე გადაღებული. ფოტოს იგი თავად ავრცელებს.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-დან 4 მაისამდე, სასაფლაოზე გასვლა იკრძალება და ჯარიმად 2000 ლარი განისაზღვრება. დღეის მდგომარეობით არაერთი ადამიანია დაჯარიმებული ამ წესის დარღვევის გამო, არაერთი ადამიანი მიაბრუნეს სასაფლაოდან უკან.

კომენტარები