ქუთაისის მერიასთან, სადაც ახლად არჩეული საკრებულოს შემადგენლობა პირველ სხდომას მართავს, ოპოზიციის მხარდამჭერი სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს.
ზაალ კუხიანიძე სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვდა. მან შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციელებთან წინააღმდეგობის გამო იგი დააკავეს.
სამოქალაქო აქტივისტი, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
კომენტარები