ქუთაისის მერიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაფინანსება შეუწყვიტა.
მშობლებთან საუბრისას ვიცე მერი ცდილობდა დამეშვიდებინა და შეეპარებინა მთავარი ამბავი. თუმცა , დიდ ხნიანი საუბრის შემდეგ განუცხადა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ვეღარ დააფინანსებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში გვამშვიდებდა ბატონი ირაკლი, 40 წუთი მოანდომა იმის შემოპარებას, რომ რეალურად საფრთხე არსებობს და მისი თქმით ყველაზე ცუდ სცენარში 10%-ის თანადაფინანსება შეიძლება მოგვიხდეს მშობლებს. მიზეზად დასახელდა მომლოდინელთა სიაში ბავშვების რაოდენობა. ქუთაისის ბიუჯეტი შეადგენს 59 მილიონამდე ლარს და 200 000 ლარი ვერ მოძებნეს ამ ბავშვებისთვის”, – ამბობს ქრისტინე ხუციშვილი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების დაწესებისასთან ერთად მთავრობა 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 100-ლარიან დახმარებას დაპირდა, რომელიც 6 თვე გაგრძლდება.
კომენტარები