• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქურდული სამყარო“ პატიმრებს მოუწოდებს, ციხეებში წამების მსხვერპლი თანამესაკნეები არ გარიყონ

ალია ავტორი - ალია
11:13 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ ვრცელდება ე.წ. ქურდული სამყაროს წერილი (“პრაგონი”), რომელშიც ავტორები მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთის ციხეში გაუპატიურებისა და წამების მსხვერპლებს და სხვა პატიმრებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ დაზარალებულები საკუთარი რიგებიდან არ გარიყონ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ პროცესმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ციხეებში წამების ფაქტების შემცირებაზე.

ე.წ. კანონიერი ქურდების წერილს არ ჰყავს ერთი ან რამდენიმე კონკრეტული ავტორი, არამედ ხელმოწერილია მთელი ჯგუფის მიერ და როგორც ავტორები ამბობენ – ეხება ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას რუსეთში.

„მათი დამცირება და მათზე დაცინვა  არაადამიანურია. რადგან ადამიანურად მათ მიმართ მხოლოდ თანაგრძნობა შეიძლება გაგიჩნდეს“, – წერია წერილში.

https://t.me/bazabazon/9015?embed=1

რაც შეეხება წერილის ავთენტურობას, ორგანიზაცია Gulagu.net-ის დამფუძნებელი, ვლადიმირ ოსეჩკინი დარწმუნებულია, რომ ეს ე.წ. პრაგონი – ნამდვილია. Gulagu.net იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელმაც გაასაჯაროვა ციხეებში წამების ამსახველი კადრები.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერია წერილს ხელმომწერთა სახელები, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ხდება ხოლმე, ოსეჩიკინი BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ავტორების წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა წამოწყებულიყო.

ასეთ შესაძლებლობას ითვალწინებს რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე პრიმა მული, რომელიც კრიმინალური ჯგუფის ორგანიზებას გულისხმობს.

გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა რუსეთის ციხეებში

ბოლო თვეებია რუსეთში სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად ვრცელდება პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ცნობები – მათ შორის, ვიდეოარქივის ნაწილი. ვიდეომასალა 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – Gulagu.net , მათ შორის, თავის youtube არხზე.

ვიდეოები აღწერს სარატოვის ციხეში მომხდარ დანაშაულებს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის, პატიმართა გაუპატიურების არაერთ შემთხვევას. ვიდეოებში ჩანს, რომ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობას იღებდნენ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის, აბამდნენ და იღებდნენ პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ასევე აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

ვიდეომასალას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, დაიწყო რამდენიმე გამოძიება. გადააყენეს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორი.

რაც შეეხება თავად ვიდეოარქივს, Gulagu.net-ს კადრები გადასცა სერგეი საველიევმა, რომელიც სარატოვში სასჯელაღსრულების სამსახურის ერთ-ერთი საავადმყოფოში მუშაობდა – სათვალთვალო ვიდეოკამერების ადმინისტრატორად. ის ახლა საფრანგეთშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

რას ცვლის ე.წ. კანონირი ქურდების წერილი?

BBC ოსეჩკინზე დაყრდნობით წერს, რომ თუ პატიმრები ამ წერილში მოცემულ ინსტრუქციას გაიზიარებენ, ეს წამებას ერთგვარად “ძალას” დაუკარგავს, რადგან პატიმრებს არა მხოლოდ ციხის ადმინისტრაციის ძალადობა აშინებთ, არამედ ისიც, რომ ამის შემდეგ მთელი კოლონია მათ ზურგს შეაქცევს და დაამცირებს.

შესაბამისად, ოსეჩკინის თქმით, ახლა ძალოვანი სისტემის ინტერესშია, რომ წერილის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.

წყარო: „ნეტგაზეთი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved