ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა საზოგადეობას მიმართავს:
“ქუდზე კაცი!მეგობრებო, ყურადღებით: 27 ან 28 ოქტომბერს თბილისში იგეგმება მასშტაბური აქცია, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახები, ყოფილი პოლიტპატიმრები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აორგანიზებენ. იყავით ყურადღებით და დაელოდეთ კონკრეტული თარიღისა და შეკრების ადგილის გამოცხადებას.მთელი საქართველოდან ქუდზე კაცი უნდა ჩამოვიდეს და ვანახოთ, სად არის ხალხის ხმა და ძალა – ჯალათებისა და მკვლელების მხარეს, თუ სამართლის აღსრულების მხარეს!კატეგორიულად უნდა დავაყენოთ საკითხი ხელისუფლების წინაშე – არავითარი კომპრომისი და უკან დახევა სააკაშვილის გასამართლების საქმეში!” – წერს ხუბუა
კომენტარები