„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:
„როდესაც მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დგება, საერთაშორისო წესრიგი იცვლება;
როდესაც სახელმწიფო საზღვრიდან სულ ახლოს, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი მიმდინარეობს;
როდესაც მეზობლად გვყავს უსასტიკესი დიქტატორის მიერ მართული იმპერია…
მაშინ სახელმწიფოს სჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა, პოლიტიკურ ძალთა მაღალი პასუხისმებლობა, მკაფიო და თანმიმდევრული, სერიოზული მოქმედებები.
და რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს?
ხელისუფლება ანძისა და სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათებას იმადლება! აქამდე დაეცნენ! თავში ხელები წავიშინე, ჩამონათვალი რომ წავიკითხე! გაოგნებული ვარ, ეს რა მეწვრილმანეობაა! ეს რა სულმოკლეობაა!
ქუჩაში კი ქართველი ხალხის გულწრფელი სოლიდარობის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ ხელმოცარული არარაობები, უწმინდურობით სავსე ბიდონები, თაღლითები, ყაჩაღები და სხვა არამზადები.
ღმერთო, გადაარჩინე საქართველო!“
კომენტარები