• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქსოვილის პირბადე არც ბაქტერიისგან გვიცავს, არც ვირუსისგან – ექიმი

ალია ავტორი - ალია
10:24 11-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

ახალი რეგულაციის თანახმად, პირბადე ქუჩაშიც უნდა გვეკეთოს.

დაისვა კითხვა, ვისაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვს, მათთვის რამდენად მიზანშეწონილია ჰაერზე ყოფნისას პირბადით სიარული?

დაგროვილ კითხვებს კერძო პრაქტიკის ექიმი და ანტივირუსული პროდუქციის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის სამედიცინო დირექტორი, მაია ხორგუანი პასუხობს.

მაია ხორგუანი: – მედიცინაში ასეა: როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, იწონება საფრთხე და სარგებელი. რომელიც უფრო მეტია, იმ მიმართულებით ვიხრებით.

ნორმალურ მდგომარეობაში მუდმივად პირბადის ტარება კი არა, ცხვირ-პირზე საათების მანძილზე ჩვეულებრივი ნაჭრის აფარება არ არის სასურველი. მაგრამ ახლა ბევრად უფრო საფრთხის შემცველია ის, რომ პირბადე არ გვეკეთოს ხალხმრავალ ადგილას და ქუჩაში, ვიდრე ის, რომ პირბადე გვეკეთოს თუნდაც ხუთი საათი გადაბმულად.

– რამდენად უქმნის ეს საფრთხეს ასთმისა და სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებს?

– სამშრიანი სამედიცინო პირბადის ტარებისას ასეთ ადამიანებს საფრთხე არ ექმნებათ. მით უმეტეს, როდესაც ქუჩაში და სუფთა ჰაერზე სიარულზე ვსაუბრობთ.

თუ ჩვენ ვართ სუფთა ჰაერზე, სადაც მონაცვლეობს ჟანგბადი, ასთმიანი ადამიანებისთვისაც უსაფრთხოა ნიღბით საათი და ორი საათი ყოფნა. ნიღაბში ჰაერი აღწევს, უპრობლემოდ ხდება ჰაერის მონაცვლეობა, ისევე როგორც ამონასუნთქი ქიმიური ელემენტების გარეთ გამოსვლა.

პირბადე გვიცავს არ შევისუნთქოთ ცოცხალი ორგანიზმი, როგორიცაა ვირუსი და ბაქტერია. ვირუსი და ბაქტერია მოცულობით უფრო დიდია, ვიდრე ჟანგბადის და ნახჟირორჟანგის მოლეკულები.

ასე რომ, პირბადე არ აფერხებს არც ჩასასუნთქ ჟანგბადს და არც ამოსუნთქულ ნახშირორჟანგს თუ ჩვენი ორგანიზმის გამომუშავებულ სხვა ნივთიერებას.

სუნთქვის ხარისხი მეტნაკლებად მაინც იზღუდება პირბადეში, თუმცა მსგავსი ეპიდემიის დროს პირბადის უტარებლობა დაუშვებელია. მაგრამ ახლა არა ამაზე, არამედ იმაზე უნდა ვიზრუნოთ რაოდენობრივად რაც შეიძლება ნაკლები ვირუსი შევისუნთქოთ.

ვისაც აქვს სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, იქნება ეს ასთმური სტატუსის მქონე თუ სხვა ადამიანები, მათთვის სასურველია 5 და 7 საათი გადაბმულად არ ეკეთოთ პირბადე. მაგრამ ასეთი ადამიანები სამსახურებშიც არ არიან ისე დაკავებულნი, რომ მუდმივად ეკეთოთ პირბადე. შეუძლიათ პერიოდულად მოიხსნან.

მე ახლა ქუჩაში ვარ და არ მიკეთია პირბადე, რადგან ირგვლივ არავინაა. როგორც კი ადამიანს დავინახავ, აუცილებლად გავიკეთებ. თუ თქვენს ირგვლივ არავინაა, შეგიძლიათ არ ატაროთ. მაგრამ ადამიანები, სადაც მოძრაობენ, ერთ მეტრის, ორი მეტრის რადიუსით თქვენგან, უნდა ატაროთ პირბადე. სამი მეტრის მოშორებითაც კი. ქუჩაში ეს ვირუსი ორ მეტრზე შორს არ ფრინავს, რომ ვინმე დაასნებოვნოს.

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს. ის ჰაერწვეთოვანი ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენგან სხვა ადამიანამდე გარკვეული მანძილის გავლა შეუძლიათ. მაგრამ ერთი სართულიდან მეორემდე ვერ აფრინდება, რაც გრიპს და რინოვირუსს ახასიათებს. გაციების ვირუსები ხშირად სართულიდან სართულზე ასნებოვნებს ადამიანებს. დააცემინა მეზობელმა და ორი სართულით დაბლა შეეყრება ადამიანს. მგავსი რამ კორონავირუსს არ ახასიათებს. მაგრამ დახურულ სივრცეში შეიძლება სამ მეტრზეც გაფრინდეს და ცხვირში შეფრინდეს.

– და მაინც – ლურჯი მხრიდან უნდა გავიკეთოთ პირბადე თუ თეთრიდან?

– ეს წლების მანძილზე პოპულარული საკითხია. შრეების განლაგება ისეთია სამედიცინო ნიღაბში, რომ უნდა გვეკეთოს თეთრი მხრიდან შიგნით. ეს მეტად გვიცავს, რომ არ შევისუნთქოთ ვირუსი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, უკვე დაინფიცირებულმა – ლურჯი მხრიდან გაიკეთოს თუ თეთრი. მთავარია გვეკეთოს პირბადე, რომელი მხრიდანაც გსურთ.

– მოხსნილი ნიღბის თავიდან გამოყენება თუ შეგვიძლია?

– შვიდი საათი თუ მოუხსნელად მიკეთია, მას ვაგდებ. ასევე ვიქცევით ერთი საათის გამოყენებულ ნიღაბზეც, თუ ის ერთხელ უკვე მოვიხსენით. მარტივი ფიზიკაა. ვირუსი, რომელიც შევისუნთქეთ, ის ნიღბის ფენებში გაეჩხირა. ნიღბის ისევ გაკეთების შემდეგ შეიძლება მას ხელი შევავლოთ და გადმოგვედოს, ან შევისუნთქოთ. ფიზიკურად ნუ მივეხმარებით ცხვირში შეფრინდეს და შევისუნთქოთ.

თუ ერთი წუთით გავიკეთებთ მაღაზიაში შერბენისას, ასეთ დროს მისი მეორედ გამოყენება შეგვიძლია. სასურველია ერთი საათი რომ გვიკეთია, მეორედ არ გავიკეთოთ.

–  რამდენი საათის მანძილზე შეუძლია ნიღაბს ჩვენი ვირუსისგან დაცვა?

– ითვლება, რომ ნიღაბი უნდა გვეკეთოს მაქსიმუმ ორი საათი და მერე გამოვცვალოთ. მაგრამ არსებობს ასეთი პრაქტიკული ევიდენსი. ექიმები, რომლებიც ატარებენ შვიდ-თორმეტ საათიან ოპერაციებს არ იცვლიან ნიღაბს.  პაციენტი კი დაცულია. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეკეთოს გამოუცვლელად 18 საათი. ნიღაბი 5-6 საათი გვიცავს. ისტერიულად არ უნდა ვიცვალოთ ნახევარ საათში ერთხელ.

– ქსოვილის ნიღაბზე რას იტყვით?

– მე, როგორც ექიმს, არ მესმის ქსოვილის პირბადის არსი თუ ის სპეციალურად შეკვეთით დამზადებული სამედიცინო ნიღაბი არ არის. შეგვიძლია სამედიცინო, სამშრიანი ნიღაბი გამოვახვიოთ ქსოვილში. მაგრამ მხოლოდ ქსოვილის, თუნდაც ორ ფენიანი პირბადე, არც ბაქტერიისგან გვიცავს, არც ვირუსისგან. ის მხოლოდ მტვრისგან გვიცავს.

ხშირად დამინახავს გარეცხილი სამშრიანი სამედიცინო პირბადე. ის გარეცხვის შემდეგ ქაღალდივითაა და არაფრისგან არ გვიცავს. მისი შრეები და დამცავი მიკრო ბუსუსები ზიანდება. სწორედ ეს ბუსუსები აკავებს ბაქტერიას და ვირუსს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved