• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქსელები ერთმანეთთან ძალიან მძიმე კონკურენციაში ვართ, დაწერილი და დაუწერელი წესებით” – “უნივერსამი”

ალია ავტორი - ალია
15:34 03-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

სუპერმარკეტების ქსელ “უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური აღნიშნავს, რომ საცალო გაყიდვების ქსელები საქართველოში ერთმანეთთან მძიმე კონკურენციაში არიან და ქსელებისთვის მთავარი პარტნიორები დისტრიბუტორები არიან – ამის შესახებ ღუდუშაურმა ფასების საპარლამენტო კომისიის სხდომაზე, ქსელების მიერ პროდუქტის მიმწოდებლებისთვის გადახდების დაგვიანების კონტექსტში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქსელებსა და დისტრიბუტორებს კარგი ურთიერთობა აქვთ და გამოწვევები, რომლებზეც ფასების კომისიის წინა სხდომებზე დისტრიბუტორებმა ისაუბრეს, არ არის დაკავშირებული რიტეილ კომპანიებთან.

“ჩემთვის დისტრიბუტორები უფრო პარტნიორები არიან, ვიდრე ქსელები. ქსელები ერთმანეთთან ძალიან მძიმე კონკურენციაში ვართ, დაწერილი და დაუწერელი წესებით ვკონკურენტობთ, მათ შორის თანამშრომლების გადმობირებით, ფართების იჯარების ვადების კონტროლით, ერთ ქსელს ვადა რომ გაუვა, უკეთესი პირობა რომ შესთავაზოს მეორემ მეიჯარეს და სხვა. ყველა დაწერილი და დაუწერელი კანონით, მთავარია, კომპანიამ კანონი არ დაარღვიოს, ისე არ ჩაძიროს მეორე. ხოლო მომწოდებლები არიან ჩვენი პარტნიორები, ვისი პრეტენზიების ადრესატებიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ [ქსელები] არ ვართ.

დისტრიბუტორებსა და მომწოდებლებს თანხას თვის ბოლოს, დაფორმირებული რეალიზაციით, მომდევნო თვის 5-დან 25 რიცხვამდე ვიხდით. მყავს ჯგუფი, რომელიც პროდუქტს აღწერს. დანაკლისის შემთხვევაში ავსახავთ ამ პროდუქტს შემოსავალში, კოდებს ვასწორებთ და მაქსიმალურად ჩემს ინტერესშია, რომ ნაშთებს გავყვე ზუსტად და არ გამოვიწვიო მომწოდებლის უკმაყოფილება, რათა არ მითხრას, რომ 20 000 კი არ გავყიდე, 30 000 გავყიდე. ამიტომ ნაშთი რეალურთან ძალიან ახლოს არის და განსხვავდება რამდენიმე დღეს. ნაშთების მართვა ხდება ყოველდღიურ რეჟიმში, გაციფრულებულად, პროგრამაში. ნაშთებსაც ნებისმიერ დისტრიბუტორს გავუგზავნით მოთხოვნის საფუძველზე. მომწოდებლისთვის ძალიან მარტივია ჩვენი ნაშთის კონტროლი”, – ამბობს “უნივერსამის” დამფუძნებელი.

კომისიის წევრი ნინო წილოსანის კითხვაზე, რატომ არის ქსელის მიერ თანხის გაცემის საშუალო ვადა 149 დღე, იოსებ ღუდუშაური განმარტავს, რომ ათვლა დისტრიბუტორის მიერ შესრულებული გაყიდვიდან იწყება, ქსელი კი თავისი რეალიაზაციიდან ითვლის ვადებს და, ასეთ შემთხვევაში, გადაცილება არ აქვს.

“შესაძლოა, დისტრიბუტორის მიერ პროდუქტის გაყიდვიდან გადახდამდე მართლაც იყოს გასული 150 დღე, მაგრამ ამ ვადის შემცირების შემთხვევაში, დისტრიბუტორი უფრო დაზარალდება, რადგან არ ავიღებ საქონელს, რომლის ამოყიდვაც მას სჭირდება. სხვანაირად შეუძლებელია”, – ამბობს იოსებ ღუდუშაური.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved