სუს-ის მიერ დაკავებული პირების ვინაობა ცნობილია. ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავა.
ოთხ დაკავებულს შორის არის გიორგი მეშველიანი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის #2-ე ავტობაზას ხელმძღვანელობს.
მასთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი პირი: დავით შარაშენიძე, ბექა ზარდიაშვილი და გაიოზ სანთელაძე.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ანტიკორუფციული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.














კომენტარები