• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ქრონოლოგიურად მოგიყვებით სხდომის ამბებს” – რა ხდებოდა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე

ალია ავტორი - ალია
14:14 11-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს, საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს ბრალდებულებმა.

განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე,  მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სხედან, გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება…

სხდომიდან რეპორტაჟს აქვეყნებს ლაშა ფარულავა:

,,გამოცხადდა შესვენება და ქრონოლოგიურად მოგიყვებით სხდომის ამბებს.

12:50 საათზე პატიმრები დარბაზში შემოიყვანეს.

ყველა იღიმოდა, ყველას უხაროდა ჩვენი დანახვა.

ნადირა გაღიმებისკენ მოგვიწოდებდა.

პაატა ბურჭულაძე განსაკუთრებით გახარებული ჩანდა.

დარბაზი ხალხით იყო სავსე, ერთმანეთს თბილად ესალმებოდნენ.

პაატა მანჯგალაძე ცოტათი სევდიანი მეჩვენა.

ლაშა ბერიძე მტკიცედ იდგა, როგორც ნამდვილი სამხედრო.

მურთაზ ზოდელავა კუთხეში დაჯდა და ჩემი ადგილიდან კარგად ვერ დავინახე.

ჩხირკო კი, როგორც ყოველთვის, გულით იღიმოდა და გვამხნევებდა.

ე.წ. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე გვიცხადებს, რომ თუ ჟურნალისტები დატოვებენ დარბაზს, უკან ვეღარ დაბრუნდებიან.

ამას ნანუკა ქაჯაია ხმამაღლა აპროტესტებს, საუბრობს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვაზე.

მოკლედ 13:00 საათზე, ერთი საათის დაგვიანებით, სასამართლო სხდომა გაიხსნა.

დაიწყო ბრალდებულების რუტინული გამოკითხვა, სად დაიბადნენ და სხვა ფორმალური კითხვები.

ირაკლი ჩხიკვია ღიმილით პასუხობს: „დავიბადე დასაწვავ მოსკოვში, რეგისტრირებული ვარ აფხაზეთში, გაგრაში, დაკავებამდე კი თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ვცხოვრობდი.“

დარბაზი შიგადაშიგ ტაშით პასუხობს.

მოსამართლე ბრაზდება. პროკურორები კი ჩუმად სხედან, ცივი სახით და მშიერი თვალებით გვიყურებენ.

ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს, ყველა თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

ბრალდებულთა ნაწილს პირადად არც კი ვიცნობ და რამდენიმე პირველად ვნახე, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ყველა მათგანი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და ნამდვილი პატრიოტია.

მათი თითოეული სიტყვა ამაში კიდევ ერთხელ მაჯერებს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.

ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved