საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტების კითხვის პასუხად, აღნიშნა, რომ ბავშვთა გარკვეული ასაკობრივი კატეგორიისთვის, ვაქცინაცია უკვე დასაშვებია, თუმცა, იმუნიზაციაში ჩართულ ბავშვთა ასაკობრივი წრის გაფართოება იმუნიზაციის საბჭოს ჯერ არ გადაუწყვიტავს.
„12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, ჩვენების მიხედვით, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, დღესაც არის დაშვებული, რომ აიცრან. სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, საბჭო დამატებით მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება საბჭოზე მიღებული არაა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
კომენტარები