• რეკლამა
  • კონტაქტი
20:56, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქონების გადასახადი, შესაძლოა, შემცირდეს – რომან გოცირიძის კანონპროექტი

ალია ავტორი - ალია
15:24 09-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
292

დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ამასთან, დადგინდება უფრო მაღალი ზედა ზღვარი, კერძოდ, 60 000 ლარი, ნაცვლად 40 000 ლარისა, რომლის ქვემოთ მიღებული შემოსავლები დაექვემდებარება მოცემული გადასახადისაგან გათავისუფლებას.

ცნობისთვის, 40 000-ლარიანი ზედა ზღვარი 2004 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად დადგინდა და განისაზღვრა ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის დიფერენციაცია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, კანონში წარმოდგენილი ცვლილებები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი უკვე 10-ჯერ აღემატება 2004 წლისას, ხოლო 2.7-ჯერ 2010 წლის მაჩვენებელს. ამავე დროს, ფასების დონე (სამომხმარებლო ფასების ინდექსი) 2022 წელს გაზრდილია 167%-ით 2004 წელთან შედარებით, ხოლო 72%-ით  2010 წელთან შედარებით.

„გამომდინარე აქედან, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს  საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ქონების გადასახადის მაქსიმალურ  თანხვედრას ფიზიკური პირების შემოსავლების მსყიდველუნარიანობასთან. კანონპროექტი ამცირებს საგადასახადო ტვირთს, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ფიზიკური პირებისთვის სხვა შეღავათებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, მცირდება საგადასახადო განაკვეთები და იგი დიფერენცირებული გახდება გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 150 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა;

ბ) 150 000 ლარიდან 500 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა;

გ) 500 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

კანონპროექტის ავტორთა მოლოდინით, აღნიშნული კანონპროექტი დადებითად აისახება ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებზე, რადგან ზოგიერთი მათგანი საერთოდ გათავისუფლდება მოცემული გადასახადის გადახდისაგან, ხოლო ნაწილი გადავა ნაკლები საგადასახადო განაკვეთით დაბეგვრის მქონე ჯგუფში. საერთო ჯამში, ისინი დაზოგავენ დაახლოებით 7.7 მილიონ ლარს. შედეგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წლიურად, საერთო ჯამში, დაახლოებით 7.7 მილიონი ლარით შემცირდება.

ცვლილებების ამოქმედების ვადად 2024 წლის 1 იანვარია მითითებული.

კანონპროექტის განხილვა კომიტეტებზე 8 სექტემბრიდანაა მოსალოდნელი.

წყარო: ,,ბიემ.ჯი”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved