ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 80 წლის კაცი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.














კომენტარები