უამინდობა ქობულეთში – დიდთოვლობის გამო სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი სახლში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
სახლის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახი სოც-დაუცველია. მათ ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ და ახლა ღამეს ნათესავებთან ათევენ.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მოხდება დაზარალებული ოჯახის ქირით გაყვანა და ბინით უზრუნველყოფა.
















კომენტარები