ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე 56 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მას კოვიდ 19 დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა.
პირველ ეტაპზე მკურნალობას სახლში გადიოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დღეს გარდაიცვალა.
მალხაზ რომანაძე 2017 წლიდან იყო ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი. ის ასევე ქობულეთის ბაზრის დირექტორი იყო.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები