ხმაური და დაპირისპირება ქობულეთში – სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში შესახლებული 12 ოჯახი ქალაქის მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს.
აქციაზე ერთ-ერთმა მოქალაქემ კი თავის დაწვა სცადა. ის მოგვიანებით პოლიციის შენობაში, დაკითხვაზე გადაიყვანეს. ორი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მოქალაქეები მერისგან ოფიციალურ დოკუმენტს ითხოვენ, რომლის თანახმად, მათ არჩევნების შემდეგ არ გამოასახლებენ.
“ინვესტორს, რომელმაც აუქციონის წესით შეიძინა აღნიშნული შენობა, უნდა ჩამოართვან და ჩვენ საკუთრებაში გაგვიფორმონ, რომ არჩევნების შემდეგ არ გამოგვასახლონ. თუ მერი არ შეგვხვდება და ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, შენობის წინ კარვებსაც გავშლით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ნიუპოსტი
კომენტარები