• რეკლამა
  • კონტაქტი
10:44, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქმრის მიერ მოკლულ ქალს თვეების შვილი დარჩა – “ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი… ამბობენ, ქმარმა დანით მძინარე მდგომარეობაში დაჭრაო”

ალია ავტორი - ალია
10:34 01-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

თბი­ლის­ში ფე­მი­ცი­დის მო­რი­გი ფაქ­ტი მოხ­და. ვარ­კე­თილ­ში ქმარ­მა ცოლი მოკ­ლა. კაც­მა მე­უღ­ლეს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა. სას­ტი­კად ნა­ცე­მი და დაჭ­რი­ლი ქალი ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვა­დაც მი­ი­ყე­ნა. ის ახლა კლი­ნი­კა­შია, მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 27 წე­ლის ქე­თე­ვან ედი­ბე­რი­ძეა.

რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, ედი­ბე­რი­ძეს 4 თვის შვი­ლი დარ­ჩა.

“ძა­ლი­ან კარ­გი გოგო იყო ქეთი… ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით. რო­გორც ვიცი, დიდ­ხანს უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, რა მოხ­და მათ შო­რის, არ ვიცი. 3-4 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი არი­ან. თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. 4 თვის შვი­ლი დარ­ჩათ. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ქმრის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი კავ­ლე­ლაშ­ვი­ლია.

რო­გორც ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, კავ­ლე­ლაშ­ვილ­მა ცოლს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და მათი 4 თვის ბავ­შვი და ასე­ვე, კავ­ლე­ლაშ­ვი­ლის მა­მაც.

“დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რო­ბენ. ცოლი, ქმა­რი, 4 თვის შვი­ლი და ბი­ჭის მამა ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად. ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, ეს მე­ო­რე ცო­ლია, ორ­სუ­ლი როცა იყო, ეზო­ში ერ­თად სე­ირ­ნობ­დნენ ხოლ­მე. ერთი-ორი წელი იქ­ნე­ბა, რაც ცო­ლად მო­იყ­ვა­ნა. ამ დროს სო­ფელ­ში, თუ არ ვცდე­ბი, დმა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იყ­ვნენ და რო­გორც გა­ვი­გე, გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვიდ­ნენ, ბავ­შვი აც­რა­ზე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ამი­ტომ ჩა­მო­სუ­ლან. ეს ბიჭი ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და, აქამ­დე ცუდი არას­დროს გაგ­ვი­გია. მე­ზო­ბელ­მა მი­თხრა, გოგ­ლამ ცოლი მოკ­ლაო. ზოგი ამ­ბობს, ნას­ვა­მი არ იყოო, შემ­თხვე­ვის დროს სახ­ლში მამა ყო­ფი­ლა, ეძი­ნა და არა­ფე­რი გა­უ­გი­აო, გამ­თე­ნი­ას მომ­ხდა­რა. მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, და­ნით დაჭ­რა მძი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო, ბავ­შვიც სახ­ლში იყოო“,- აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან” სა­უ­ბარ­ში.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 19-109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved