• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა

ალია ავტორი - ალია
23:11 07-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,871

ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში – ასეთ მდგომარეობაში დახვდა სასწრაფო დახმარებას ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი, რომელიც ახლა თავადაა უმძიმესი პაციენტი.

მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.

112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.

“კურიერის” ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.

ექიმებმა 42 წლის ქალის გადარჩენაა მოახერხეს, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მოძალადე ქმარი პოლიციამ უკვე დააკავა, 44 წლის მამაკაცს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.

“კურიერი” დღეს წყვილის ბინაში მივიდა. კარი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გააღო, რომელიც სავარაუდოდ, დაკავებულის ახლობელი იყო. მამაკაცმა საჯაროდ საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, რომ დაზარალებული ქალი ახლა თავს კარგად გრძნობს.

საპირისპიროს ამბობენ იმ კლინიკაში, სადაც ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებით 42 წლის ქალი მიიყვანეს. პირად საუბრებში ექიმი “კურიერს” უყვება, რომ პაციენტის გადარჩენას 8 საათი ცდილობდნენ, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ქალს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved