• რეკლამა
  • კონტაქტი
00:43, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქმარიც სცემდა, დედამთილიც… დღეს გარდაიცვალა… აპარატი გამოურთეს” – ჟურნალისტი ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალზე წერს

ალია ავტორი - ალია
14:21 10-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ქუთაისელი ჟურნალისტი ია ბობოხიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ისტორიას ყვება. მისივე მტკიცებით ეს გოგონა ოზურგეთის მაცხოვრებელია.

გურიაში მომხდარა ეს ამბავი, ოზურგეთის რაიონში.

ჩემ მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა…

სოფო.

მე ღიმილა სოფის ვეძახდი…

იმიტომ რომ ყოველ ღამე როცა ქმარი სცემდა, დილით მაინც ღიმილიანი სახით დადიოდა ქუჩაში, რადგან ბავშვები ბაღში მიეყვანა…

ბევრჯერ ვთხოვე გაშორდი თქო ათასი თავშესაფარია და თავს უშველე თქო მაგრამ პასუხი ეთიდაიგივე იყო…

სად წავიდე ნაათ ხოიცი დედა არ მყავს და დედინაცვალს ორი ბავშვით ვერ მივადგები არ შემიშვებსო…

ასე გრძელდებოდა დღეები…

ქმარი თუ სახლში არ იყო დედამთილი სცემდა…

და ამ ყველაფერს თავისი ორი ციცქნა ნინი და მარიამი უყურებდა მაგრამ დედას ვერ შველოდნენ…

მერე მე ემიგრაციაში წამოვედი…

ერთი კვირის წინ გავიგე ისევ სცემეს და სახლიდან წავიდაო…ერთ ერთ თავშესაფარში ყოფილან დედა და შვილები.მაგრამ ჩვენმა დამპალმა და ნაგავმა სტრუქტურამ უფლება მისცა ქმარს დაბრუნებოდა რადგან დიდი ხანი ვერ იქნებოდნენ თავშესაფარში. ხელწერილი დააწერინა ნაბიჭვარ ქმარს ხელს არ დაარტყავდა…

არც დაურტყია…

უბრალოდ მანქანაში ჩაიჯინა და ხეს მიახეთქა. ხერხემალში ოთხად გადატეხა… და მერე იძახდა არც მოკვდა და არც მორჩაო…

თან დედამთილი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა ოღონდ გადარჩეს და ფეხებს დავუკოცნიო…

აი ის დედამთილი რომელიც უმოწყალიდ სცემდა…

მარტო იმიტომ ლოცულობდა, რომ თავისი გველი შვილი გადაერჩინა ციხეს…

დღეს ღიმილა სოფოს აპარატი გამოურთეს…

აზრი აღარ ქონდა მის წვალებას…

დღეს ნინი და მარიამი დაობლდა…

არ მინდა ვიფიქრო რომ ამ გოგონებმა დედამისის გზა უნდა გაიარონ რადგან ობლები არიან…

გოგონებო დაიცავით ობოლი გოგოები გთხოვთ…

P.S თუ აქ ხარ ღიმილა სოფის ნაცნობი, იცოდე რომ შენც დამნაშავე ხარ რომ ვერ შეიფარე…

მეც დამნაშავე ვარ რომ ვერ დავეხმარე…

სოფელიც დამნაშავეა რომ ვერ მიეშველა…

მაგრამ უკვე გვიანია…

დროულად ვიმოქმედოთ…

დროულად…

დროულად…

დროულად…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: ნოემბერი

17:09 11-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved