• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქისა“ თიბისისთან პარტნიორობით ნატურალური ტყავით ჩანთების და აქსესუარების წარმოებას ავითარებს

ალია ავტორი - ალია
11:25 03-15-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

ქართული ტრადიციული ქისის ინსპირაციით შექმნილი პირველი ტყავის ჩანთა ბაზარზე 6 წლის წინ გამოჩნდა. „ქისა“ ტყავის ხელჩანთების და აქსესუარების ბრენდია, რომელიც წარმატებით იყიდება უცხოურ ბაზარზე.

„ჩვენ თავიდანვე ორიენტირებული ვიყავით ექსპორტზე და ამის შედეგია ის, რომ თითქმის მთლიანად უცხოეთის ბაზარზე გავდივართ. ჩვენს მიერ წარმოებული ტყავის ჩანთების და აქსესუარების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. წარმოდგენილი ვართ ისეთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, როგორიცაა  etsy.com და პროდუქციის გარკვეული ხაზი იყიდება amazon.com-ზე,“ – ეკატერინე რამიშვილი, „ქისას“ დამფუძნებელი.

ექსპორტზე წარმატების პარალელურად, კომპანიამთბილისში საწარმო და შოუ-რუმი გახსნა, სადაც შესაძლებელია, როგორც წარმოების პროცესის დათვალიერება ისე მზა პროდუქციის ყიდვაც.

„ქისა“ 40 სხვადასხვა ტიპის და დიზაინის პროდუქციას ამზადებს, მათ შორის, საფულეებს, ხელჩანთებს, ზურგჩანთებს, წელის ჩანთებს, სათვალის ბუდეებს, ტყავის სამაჯურებს და სხვა. როგორც „ქისას“ დამფუძნებელი ამბობს, წელიწადში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებით 1200-დან 1500-მდე ერთეულ პროდუქციას ყიდიან.

მომხმარებლის გამოცდილება კი ასეთია, ის ნახულობს და არჩევს სასურველი ჩანთის დიზაინს ბრენდის ვებგვერდზე www.qisabags.com, შემდეგ აფორმებს შეკვეთას და „ქისას“ გუნდის წევრები გულდასმით იწყებენ შეკვეთილ ნივთზე მუშაობას. ყველაფერი აქ, საქართველოში, უმაღლესი ხარისხის ტყავისგან ხელით იკერება, შეკვეთის დამზადებას დაახლოებით 2 დღე სჭირდება. შემდეგ ეტაპზე კი პროცესში ის ადამიანები ერთვებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნივთების საზღვარგარეთ გაგზავნას. ასე ხვდება უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების პროდუქცია აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

„შეკვეთების მიღების და გაყიდვების პროცესი მთლიანად გავაციფრულეთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ პროცესები სწრაფად და ეფექტურად გვემართა. პროდუქციის 95 %-ს უცხოეთში ვყიდით. რა თქმა უნდა, გვინდა და  ვმუშაობთ ამაზე, რომ უფრო მეტი პროდუქცია გვქონდეს თბილისში, ჩვენს შოუ-რუმში,“ – ეკატერინე რამიშვილი.

„ქისას“ საწარმოში ტყავზე მუშაობის სასწავლო კურსებიც დანერგეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ საქმეს დაეუფლოს და ტყავის წარმოება წამოიწყოს. კურსზე მისულებს ყველა სამუშაო იარაღი და მასალა ადგილზე დახვდებათ.

სულ ახლახან „ქისამ“  USAID-ის საგრანტო პროექტში გაიმარჯვა, რაც კომპანიას საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება.  

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved