ქართული ოცნების წევრი, ლადო ბოჟაძე, ტვ პირველთან, ამბობს, რომ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება ვინც შეისყიდა, ის უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე და არა ის, ვინც, სავარაუდოდ, გამოიყენა. იგი პასუხს სთხოვს ვანო მერაბიშვილს, მაშინ როცა მის გუნდს ამ წუთამდეც არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ნივთიერება იყო გარეული წყალში,
“მე მგონია, რომ ვახტანგ გომელაურზე ადრე, სუს-მა უნდა დაიბაროს ვანო მერაბიშვილი და დაკითხოს და უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. სავარაუდოდ, შეიძლება სუს-მა ამით დაიწყოს. ვისაც ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, ყველა უნდა გამოიკითხოს. ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს რა იყიდა? ყველა შესყიდვის საბუთი არის გაცემული. რატომ დუმს ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე, ასეთი ამბავი როცა ატეხილი? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული. ხარება რატომ, ხარებამ შეისყიდა? სპეცრაზმის ხელმძღვანელი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, მე გეუბნებით ვინ შეისყიდა და რა დროს. ვანო მერაბიშვილის დროს იყო შესყიდული, ამიტომ მერაბიშვილია პირველწყარო. გომელაურიც უნდა დაიბარონ, მერაბიშვილიც უნდა დაიბარონ, უნდა დაიბარონ ყველა, ვისი დაკითხვაც მეტ ინფორმაციას მისცემს საზოგადოებას”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.














კომენტარები