• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე საშიში ესაა – თუ მარკს შეუძლია გააკონტროლოს პრეზიდენტი, ვინღა აკონტროლებს მარკს? – 7 საკითხი, რომელიც ჯერ არ განხილულა

ალია ავტორი - ალია
18:39 01-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ადვოკატი, გურამ კონტუაძე, სოციალური ქსელში წერს:

“მოკლედ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებზე ყველამ ყველაფერი დაწერა მემგონი ერთი რამის გარდა რომელიც ჩემთვის ყველაზე უფრო საინტერესოა და ამასთანავე საშიშია, მოკლედ საქმე ეხება ფეისბუქის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აუკრძალა მის პირად ექაუნთზე წვდომა. მივყვეთ ქრონოლოგიურად:

– ტრამპი არ ეთანხმება შედეგებს;

– აცხადებს კონსოლიდაციას;

– არჩევნების დამტკიცების დღეს ერთი საათით ადრე ტოვებს მოედანს კაპიტოლიუმის წინ და ბრუნდება თეთრ სახლში;

– ხდება შეჭრა/დაკავება ტერიტორიის და ტრაგედია;

– აქვეყნებს მიმართავს სადაც მოუწოდებს ყველას დაშლისკენ მაგრამ თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა;

– ავრცელებს მოწოდებას, რომ ის გადასცემს ძალაუფლებას დადგენილი წესით მაგრამ მას არ წაუგია არჩევნები;

– ფეისბუქი უზღუდავს წვდომას და აცხადებს რომ პირველად ორი კვირით და შემდგომ გადაწყვეტს რა იქნება;

საინტერესო იწყება აქ ( კაპიტოლიუმში შევარდნა და სისხლი ეს ცალკე საკითხია ვის აწყობდა ან რომელ მხარეს) მაგრამ წარმოიდგინეთ შემდეგი მოცემულობა:

ზესახელმწიფოს ლიდერს ანუ პრეზიდენტს ვიღაც ტიპი (ძალაუფლების მხრივ ტიპი მაგრამ ძალაუფლებაც უკვე შედარებითი მცნებაა და ამაზე ქვემოთ) უკრძალავს მის ექაუნთზე წვდომას რადგანაც მიიჩნევს, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას.

პირველი სიახლე რომელიც მოხდა:

მარკი სასამართლოს გარეშე იღებს ამ გადაწყვეტილებას და ის ემყარება საკუთარ შეხედულებას ანუ არ არსებობს არავითარი სასამართლო განჩინება ან გადაწყვეტილება რომელიც ამის საფუძველია ანუ არ არსებობს კონტროლის ორგანოს დამოუკიდებელი ორგანოს დასკვნა;

მეორე სიახლე კორპორატიული პირი ეწინააღმდეგება აღმასრულებელ ხელისუფლებას და აქ ჩნდება მთავარი მოდი ვუწოდოთ პენალტი, რომ კორპორაცია სჯობნის სახელმწიფო ვერტიკალს და რაში? ძალაუფლებაში;

მესამე სიახლე კიდევ უფრო საინტერესოა ჩემთვის, სინამდვილეში ვის ეკუთვნის ძალაუფლება რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი ანუ ძალაუფლება ახალი ტიპის მოცემულობაზე, რომ ძალაუფლების არსი შეიცვალა თუ არა? ანუ მხოლოდ გქონდეს ატომური ბომბის ღილაკზე წვდომა არ არის ის ძალაუფლება როგორიც არის სოციალური გიგანტის ფლობა ანუ როგორც კოსოვოს ქეისმა მოიტანა ახალი ტიპის ომი სადაც ის იმარჯვებს ვისაც უფრო მეტი მსხვერპლი ყავს დღეს მთავარი ძალაუფლება არის თუ არა ფლობდე ბიზნეს კონგლომერატს რომლის საშუალებით შეგიძლია მართო მასები და ამავე დროს არ იყო პოლიტიკოსი?

მეოთხე სიახლე რომელიც ადრე თუ გვიან გახდება დავის საგანი არის ის თვითონ ასეთი ბიზნესის მაშსტაბის ფლობა და იქ გარკვეულწილად შენი პირადი აქაუნთი არის შენი საკუთრება თუ არის საჯარო და შესაბამისად შეუძლია თუ არა ამ ბიზნესის მფლობელს დაგიბლოკოს შენი მფლობელობა რადგანაც ის სხვისი საკუთრების გამოყენებაა?

მეხუთე საკითხი კი რომელიც უკვე დამდგარი საკითხია იქნება თუ არა ძალაუფლების ცენტრი მომავალში ე.წ. დიდი კორპორაციები პოლიტიკური მიზნებით და არა კლასიკური პოლიტიკური გაგებით? აქ ისაა საინტერესო, რომ ახდება თუ არა ე.წ. მომავლის ერთი ანტიუტოპიური ვარიანტი, რომ ბიზნეს კორპორაციები ჩაანაცვლებს აღმასრულებელ ხელისუფლებებს და შესაბამისად თითოეული ასეთი კორპორაცია იქნება ცალკე ქალაქი ან ცალკე სახელმწიფო…

მეექვსე საკითხი რომელიც ასევე საინტერესოა ისაა, რომ მომავლის ომს შეცვლის თუ არა (იარაღით ომს) საინფორმაციო ომი მთლიანად და შესაბამისად საინფორმაციო რესურსის დიდი მფლობელი იქნება ყველაზე გავლენიანი ადამიანი რომელიც შეცვლის აღმასრულებელ ხელისუფლებას ისე, რომ აღნიშნული თავის მხრივ მინი მეფეების არსებობას წარმოშობს?

ეს ექვსი საკითხი თავისი არსით არ არის პოლიტიკური ან სოციალური საკითხი ეს ექვსივე საკითხი არის მომავლის საკითხი ანუ ის ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა მიმართულებას დაწყებული კანონიდან დამთავრებული რომელი კარტოფილი ვიყიდო იმას, უბრალოდ მარკის ეს ნაბიჯი არის როგორც ძალიან ძლიერი ნაბიჯი დემოკრატიიისთვის ასევე არის ძალიან მძიმე დემოკრატიისათვის, რადგანაც:

მეშვიდე და მთავარი საკითხი დავსვათ:

თუ მარკს შეუძლია გააკონტროლოს/გაუკონტროლოს ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ვინღა გააკონტროლებს/აკონტროლებს მარკს? ხოლო კონტროლის გარეშე დარჩენა ნებისმიერი ძალაუფლების ცენტრის (აზრი არ აქვს რა სახის) აუცილებლად მიგვიყვანს სულ მცირე ავტორიტარიზმამდე…

პ.ს. იდეურად ანარქისტი ვარ და ვთვლი, რომ მარკის და მისთანების ძალაუფლება აუცილებლად გაიზრდება მაგრამ აი ეს პიროვნული ანუ პიროვნების ნების თავისუფლების გაზრდას ან დაწევას რა დოზით გამოიწვევს არ ვიცი მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გვახსოვდეს: არ არსებობს კარგი და ცუდი ადამიანები და ყველა კარგი ადამიანი ხდება ცუდი როცა ძალაუფლებას განუსაზღვრელად/მაკონტროლებელის გარეშე ფლობს და იყენებს…

პ.ს.ს. არა ისევ ლუდის გარეშე თუ მიხვდები რა არის ჭეშმარიტება, რადგანაც იმ ხვლიკის ნიჭი მაინც მქონოდა ეს მაინც არ მედარდა, საჭმელიც მექნებოდა სასმელიც და სამოთხეც გარანტირებული…

პ.ს.ს.ს. მაინც დიდება ანარქიას დაე ძალა გვფარავდეს ანარქისტებს”

თეგები: აშშგურამ კონტუაძეტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved