• რეკლამა
  • კონტაქტი
13:59, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე ნაძირლური და საშიში ტყუილი, რომელსაც რუსეთის მეხუთე კოლონა ამკვიდრებს” – ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:52 08-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,436

ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

“ყველაზე ნაძირლური და საშიში ტყუილი, რომელსაც რუსეთის მეხუთე კოლონა საქართველოში ამკვიდრებს, არის ის, თითქოს რუსეთთან თუ კარგად ვიქნებით, აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ.
სხვა ყველა პროპაგანდისტული ტყუილი მოკვდა – რუსეთის ბაზრის მიმზიდველობის, რუსეთის უძლიერესობის თუ რუსეთთან ჩვენი სულიერ–კულტურული ერთობის ჩათვლით.
თავისთავად მოკვდა საბედნიეროდ, გარემოებებიდან გამომდინარე. დარჩა ეს მავნებლური ტყუილი, რომელიც ქართველი პუტინისტების ბოლო იმედია, და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ბევრი, რომ პროპაგანდისტულ კლიშედ არ ჩამოყალიბდეს და ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეობა არ ააკრან, როგორც ახლა ყველაფერი ანტიქოცური ომში ჩართვის სურვილად საღდება.
მოკლედ ასეა: ტყუილია, თითქოს თუ რუსეთთან ვიმეგობრებთ, აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებს.
რუსეთი ქართულ სახელმწიფოს არასოდეს გააძლიერებს. მისი ზრახვები დღეს ისეთი ცხადია, როგორც არასდროს. გადახედეთ უკრაინის მაგალითებს და სხვადასხვა ფორმით გაცხადებულ რუსეთის ზრახვებს საქართველოს მიმართ. მითუმეტეს, დასავლეთისგან მოგლეჯილ და დასუსტებულ საქართველოს დაშლის ნაკუწებად.
სიმართლეა: აფხაზეთს და ცხინვალს მხოლოდ მაშინ დავიბრუნებთ, თუ რუსეთი ისე დასუსტდება და დაიშლება, რომ ამ რეგიონებიდან საკუთარ ბინძურ ჩექმას გაათრევს, ქართული სახელმწიფო კი ძლიერი და მიმზიდველი იქნება ოსებისა და აფხაზებისთვის. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ გვეყოლება ძლიერი მოკავშირე დასავლეთის სახით, ვიქნებით დემოკრატიული და მდიდარი ქვეყანა.
პუტინის საცეცების პროპაგანდის ქვეტექსტი კი სინამდვილეში ის არის, რომ აფხაზებთთან და ცხინვალთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ, თუ ყველანი ერთად რუსთის შემადგენლობაში ვიქნებით. ამას გულისხმობენ ტერიტორიების დაბრუნებაში. უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და პირდაპირ უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვას ყველამ – გვინდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად? როცა ჩვენ გვგონია, რომ რაღაცეები თავისთავად ცხადია და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს, ქოც–რუსული პროპაგანდა სწორედ ამით სარგებლობს და შამოაპარებს ხოლმე თემებს. ამიტომ, უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე ბევრი და გავშიფროთ ყველა დეტალი. არ დაგვეზაროს.”
თეგები: ნინო ჯანგირაშვილირუსეთი ოკუპანტია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved