• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველაზე დიდი მტერი ის არის, ვინც პირველმა თქვა, მოდი ნიკა მელია დავიჭიროთო – სანდრო ბრეგაძე

ალია ავტორი - ალია
02:31 02-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე.

– ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერება რას შეცვლის?

– ღარიბაშვილის მოსვლას შევადარებ ისეთ სიტუაციას, როდესაც ჯარი დემორალიზებულია და მთავარსარდალი გაიქცევა ბრძოლის ველიდან. ამ დროს ღარიბაშვილი მოდის მთავარსარდლად. მან  ჯერ ჯარი უნდა შემოატრიალოს, გარკვეული მორალური უპირატესობა უნდა შეუქმნას და შემდეგ უკვე შეტევაზე წაიყვანოს. ღარიბაშვილი პირდაპირ ცეცხლში შემოვიდა. ცხადია, მას ძალიან მძიმე თვეები ელის. თუ ისე იმოქმედებს ამ მოკლე დროში, რომ  შეცდომა არ დაუშვას, მაშინ ექნება პოტენციალი, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიოს. თუ მცირე შეცდომა მაინც დაუშვა, დღეს უკვე, ამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დროს, მისთვის სავალალო აღმოჩნდება. ორი და სამი წლის წინ რასაც აპატიებდა ხალხი პრემიერს, დღეს იმ შეცდომებს  აღარ აპატიებენ ღარიბაშვილს. ასევე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ქართულ ოცნებაში“, ხელისუფლებაში  არიან პარტიული და სხვა ლიდერები, რომლებსაც დიდად არ გაუხარდებათ ღარიბაშვილის წარმატება და რამდენად მისცემენ  ნორმალური მუშაობის და   საკუთარი გეგმების განხორციელების საშუალებას, ძნელი სათქმელია. გახარიას როგორც ჰყავდა საკუთარი საპარლამენტო გუნდი, ასეთი საპარლამენტო გუნდი, ჯერჯერობით, ღარიბაშვილს არ ჰყავს.

– რამდენად დამოუკიდებელი იქნება ღარიბაშვილი საკუთარ ქმედებებში? კი ამბობენ, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდაო, მაგრამ ღარიბაშვილის გაპრემიერება საპირისპიროზე მიანიშნებს.

– არ ვიცი, ერევა თუ არა ივანიშვილი მთავრობის საქმეებში და მომავალში ჩაერევა თუ არა, არც ეს ვიცი. ღარიბაშვილის გაპრემიერება „ქართულ ოცნებაში“ ყველას რომ არ გაუხარდება, ეს ცხადზე ცხადია. ეს ნათლად გამოჩნდა ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენისას. ვინ რა  სახით იდგა, კარგად დავინახეთ. ისიც ვერ მოახერხეს რომ ბოღმა და მის მიმართ სიძულვილი, სახალხოდ მაინც დაემალათ. „ქართული ოცნება“ აღარ არის მონოლითური კოლექტივი, რომელიც ივანიშვილის გარშემო იყო შემოკრებილი. მე მაინც ვპროგნოზირებ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება. ამას რაც უფრო ადრე შეიგნებს საპარლამენტო ძალა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. „ქართულ ოცნებაში“ რამდენად არიან დარჩენილები ადეკვატური ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ეს გაიაზრონ და გაანალიზონ, ეს არის პრობლემა. მე ეჭვი მეპარება, რომ ხვდებოდნენ, რამდენად აუცილებელია ეს არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის. ზოგადად, ბევრი არაადეკვატური ადამიანია ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მტერი ის არის, ვინც პირველმა თქვა, მოდი ნიკა მელია დავიჭიროთო. ვინც ეს თქვა, შეგნებულად თქვა, შეგნებულად უმტრო თავის პარტიას და შედეგი ის არის, რომ პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა ქართულ პოლიტიკაში და თავისთავად, ხელისუფლებაში. ან რას ნიშნავდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მელიას დაჭერის ნებართვა გასცა? ვიღაცა ტვინგაცხელებულები ხელისუფლებაში სხვაგვარად ფიქრობდნენ, სიტუაციის დაძაბვა სურდათ და მიაღწიეს თავისას. მძიმე დღეშია ხელისუფლება, დილემის წინაშეა. დაიჭიროს პოლიტიკური ლიდერები, ეს ხელისუფლების დასასრულს დააჩქარებს. არ დაიჭიროს, ხისტი პოლიტიკა არ გაატაროს და ეს ხელისუფლების „გუმბარიზაციას“ დააჩქარებს. გეხსომებათ, 1989 წელს, ჯუმბერ პატიაშვილი გადადგა კომპარტიის ცკ–ს პირველი მდივნობიდან და მის ადგილას დაინიშნა გივი გუმბარიძე. კი, ჯერ კიდევ კომუნისტები იყვნენ მმართველობაში, მაგრამ ეროვნული მოძრაობის, არაფორმალური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუვარდებოდნენ რაიკომის მდივნებსა და აღმასკომის თავმჯდომარეებს კაბინეტში და რასაც უნდოდათ, იმას აკეთებინებდნენ, პოლიციის თვალწინ კი „მაუზერებით“დადიოდნენ. ეს იგივე პროცესების დაწყებას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება და განსაკუთრებით, ძალოვანები დემორალიზებულნი არიან. უმძიმეს დღეშია ხელისუფლება და ეს მათი ბრალია. ვერ ხვდებიან. რომ ამ შავ დღეში, ამ ჩიხში არიან. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდში ერთი პოლიტიკოსი არ არის. იქ „ნაცმოძრაობასთან“ 1 საათით ნაბრძოლი არავინ არის, ყოფილი „ნაციონალები“, იცოცხლეთ, ბლომად არიან. ისინი ვერასოდეს გაიგებენ ამას. არ აქვთ ამის არც გამოცდილება, არც  ჭკუა,  არც გონება, არც განათლება და  არც პოლიტიკური ნება. „კიტები“ არიან, რომლებიც იმისთვის არიან პარლამენტში, რომ საკუთარი ქონება დაიცვან და კიდევ უფრო მეტი იშოვონ, ცხადია, ბიუჯეტის ხარჯზე და სახელისუფლებო შეღავათებით, ხელშეწყობით, ჩალიჩით. მეტი ინტერესი მათ არ გააჩნიათ. გადახედეთ მაგათ ბიოგრაფიებს, მაგათ ჰაბიტუსებს დააკვირდით, საშოვარზე მოსული ხალხია უმეტესობა, კომუნისტური პერიოდის „დელეცები“ რომ იყნენ, ასეთები არიან, რომელთა ერთადერთი საზრუნავია, ოჯახები ჰყავდეთ მაძღრად და ქონება გაამრავლონ, რამდენადაც შეძლებენ. „ქართული ოცნება“ რომ დაიშალოს, მაგათ ვეღარც იპოვნიან. ამ ქვეყანას საფრთხე რომ დაემუქროს, ეგენი პირველები გაიქცევიან და  ხალხს და ქვეყანას მიატოვებენ. 2008 წლის ომის დროს „ნაცები“ რომ ასწრებდენ ერთმანეთს საზღვრებზე, ეგრე მოიქცევიან. დავუშვათ თეორიულად და დაბრუნდნენ „ნაცები“ ხელისუფლებაში. ეგენი „ნაცებს“ ბრძოლას არ გაუმართავენ. ყველაზე ხმამაღლა ვინც ლანძღავს „ნაცებს“, პირველები ეგენი გაუგორდებიან და ერთგულებას შეფიცავენ. ფულს გადაუხდიან, რომ აპატიონ, რაც „ნაცები“ ლანძღეს. დასხდებიან ტელევიზიებში და იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ მე მე არ ვარ, მე სხვა ვარ, „ქართულ ოცნებაში“ შემთხვევით, შეცდომით მოვხვდი, მთელი ცხოვრება „ნაცი“ ვიყავიო. მოკლედ, ყვარყვარეებით სავსეა ეს პარლამენტი.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved