• რეკლამა
  • კონტაქტი
13:00, ორშაბათი, 14 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში, რუსული ინტერესების გამტარებელი ბიძინა ივანიშვილია” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:41 09-16-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,180

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბაგრატის ტაძართან, მოქალაქეებს შეხვდნენ და პრეზენტაცია გამართეს.

სიტყვით გამოსვლისას ლევან ხაბეიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას.

მისი თქმით რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში.

„ჩვენ ახლა შეხვედრას ვმართავთ ბაგრატთან. იქ, სადაც ათი საუკუნის წინ საქართველოს გაერთიანების სიმბოლოდ აშენდა ბაგრატი, სხვათა შორის, ის ბაგრატი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიხეილ სააკაშვილის უშუალო ჩართულობით აღდგა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ახლა ვინც ეთერში უყურებთ, ვინც აქ სხედხართ და ხედავთ, რომ ჩვენი შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის „რუსულმა პარტიამ“ მოახერხა და ბაგრატი ჩააბნელა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც აჩვენოს ხალხს, რომ ვერ დაინახავს და ვერ მიხვდება ხალხი, მაგრამ იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც ჩააბნელა ქვეყანა, უნდა, რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ქვეყანა, ბაგრატის ჩაბნელება არ გვიკვირს, მაგრამ აქედან რამდენიმე კილომეტრში გელათს რას უშვრება ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“, ეს კი არ გვიკვირს, არამედ ვართ გაბრაზებული. ძალიან გაბრაზებულები, რადგან არ გაუფრთხილდე გელათს ნიშნავს – არ გაუფრთხილდეს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს ქვეყანას. ამ მდგომარეობაში იყოს ქუთაისი ნიშნავს – ამ მდგომარეობაში გყავდეს მთელი საქართველო.

ამასობაში, ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ მუდმივად ტყუილზე აგებს თავის პროპაგანდას და რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე ეროვნული პარტია საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ასობით ეკლესია-მონასტერი და კულტურული მემკვიდრეობა აღდგა. დიახ, ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში. დიახ, მათ შორის ბაგრატის აღდგენა ნიშნავს ჩვენი იდენტობის აღდგენას. წარმოუდგენელია, ის, რითაც საქართველო არის მსოფლიო რუკაზე, თეა წულუკიანის, ღარიბაშვილის, კობახიძის ხელით ინგრეოდეს და ამას აკეთებენ გელათში. ქუთაისი არის მთავარი ქალაქი საქართველოში და არ არსებობს ოჯახი, რომ ემიგრაციაში გაქცეული არ იყოს ერთი ოჯახის წევრი და უკვე ათეულობით წლებია ერთმანეთს ელაპარაკებიან მხოლოდ „ონლაინ“, ბავშვები იზრდებიან მშობლები ესაუბრებიან მხოლოდ „სკაიპით“, სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით და ბიძინა ივანიშვილი ამაზე რას გვეუბნება? კარგით ახლა, თუ არ იქნებიან ქართველები, იქნებიან რუსები და ამას უკვე სიტყვით აღარ ამბობს, უკვე ასი ათასობით რუსი ჩამოასახლა, ათი ათასობით რუსმა უკვე დაირეგისტრირა ქონება, თან როგორმა რუსებმა? სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სასაცილოდ არ ჰყოფნით, რომ კანონი ოკუპაციის შესახებ მათ აქვთ დარღვეული და ეს ხალხი დღეს საქართველოში უძრავ ქონებას ყიდულობს, პარალელურად ქართველი ხალხი გარბის. რუსმა ღარიბაშვილმა გამოგვიცხადა, რომ რუსების გარდა ჩვენ კიდევ ჩამოვიყვანთ ჩინელებს, ე.ი, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე და ყველამ ერთად ვუთხრათ საქართველოს, ევროკავშირის დროშის აღმართვით არ შევეგუებით, არც დავნებდებით და ბრძოლა აუცილებლად იქნება გამარჯვებამდე.

არ შემიძლია არ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილმა ნათლია მირონი არისო ჩემი ფარცხალაძეო, ეს კაცი „ეფესბეს“ აგენტიაო აშშ-მ, ანუ ყველაზე დიდი აგენტი საქართველოში, რუსული ინტერესების გამტარებელი არის ბიძინა ივანიშვილი და ეს მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ იცის კარგად. ყველა კარგად ხედავს, ყველა არის თქვენ გვერდით, ქართველი ხალხის გვერდით და მთავარი გასაკეთებელი არის ჩვენი – ჩვენ აუცილებლად ყველამ ერთად უნდა მოვაშოროთ ბიძინა ივანიშვილი და „რუსული პარტია“ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა
ახალი ამბები

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

13:00 07-14-2025
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved