ზოგადად, ყველაზე დეგრადირებული ადამიანები არიან შეკრებილი “ნაცმოძრაობის” სათავეში, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს.
“ყველაზე აქტიურად განიხილება პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურა. თავიდანვე ასე იყო, დროებით თავმჯდომარედ იყო მოაზრებული ხაბეიშვილი, რომელსაც უნდა მოეგო არჩევნები და შემდეგ გადაებარებინა ეს პოზიცია პეტრე ცისკარიშვილისთვის ვნახოთ, აქ როგორ განვითარდება მოვლენები.
ზოგადად, ყველაზე დეგრადირებული ადამიანები არიან შეკრებილი “ნაცმოძრაობის” სათავეში, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, იმდენად დეგრადირებულია მთლიანობაში ეს პოლიტიკური პარტია, რომ მათ სათავეში ყველაზე გამორჩეულად დეგრადირებული ადამიანების ყოფნაც აბსოლუტურად ლოგიკურია. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესები წარიმართება „ნაცმოძრაობაში“, ეს გამოიწვევს მათ შემდგომ დასუსტებას, რაც უკვე აისახება რეიტინგებზე” – ამბობს კობახიძე “პირველ არხთან”
კომენტარები