ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,24 თებერვლის აქციაზე ვინ ვისთან იდგება კიდევ იმას იწუნებს ზოგიერთი. რა დამღლელია. ხანდახან მგონი პოლიტიკოსები კი არ აღვივებენ ნიჰილიზმს, არამედ ჩემი ფრენდები.
ის ყოფილი ქოციაო.
ის ნაციო.
პუჩისტიო.
ვიღაც მაზალო ყოფილა.
ვიღაც უნიჭო.
ვიღაცას ზვიადი ცოცხალი გონია თურმე და მაგის გაერთიანებული ხალხი არ გაიშვასო.
არაფერი არ გვეშველება.
ან ვინ თქვა და ვინ მოიგონა, რომ მიტინგზე მდგომი ადამიანები ერთაირი წარსულის უნდა იყვნენ? და ყველას უნდა გვევასებოდეს ან ვაშაძე? ან გირჩი? ან გედი? ან ლაკა?
ვინ დაგავალათ ეგ? სულ მესმოდა ხოლმე, რომ ქოცებს არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა არ აქვთ. ერთადერთი ბიძინაა მათი საერთო წერტილიო. ჰოდა, ბიძინას გარშემო შემოკრებილი ქოცთა სიმტკიცე ბევრად მყარია, ვიდრე პროდასავლური ვექტორის გარშემო?
ფაქტია, რომ სანამ თქვენ იმაზეც კი ვერ გაერთიანდით რუსეთის ბოსელი არ გავხდეთ, აგერ ბიძინას ხათრით ერთ დროს პროდასავლელი ქოცებიც კი ამერიკელების ლანძღვაში მაიმუნს ემსგავსებიან.”
კომენტარები