• რეკლამა
  • კონტაქტი
04:27, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველას შვილი შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია! მეც მტკივა და გული მეფლითება ჩემს შვილზე…“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

ალია ავტორი - ალია
11:47 07-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,746

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „ყველას შვილი შვილია, მაგრამ მის შვილს დღეს მიწა აყრია“.

იზა ომაძე Facebook-ზე წერს, რომ შვილების კვლა და ბულინგი უნდა შეჩერდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მისივე თქმით, „შეუძლებელია იმის ყურება, თუ როგორ ხალისდება ძალადობა, შვილების კვლის ხარჯზე“.

„ჩემი შვილიც, შენი შვილიც და იმის შვილიც შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია❗️❗️❗️
არის პერიოდები განსაკუთრებით ჩემს შემთხვევაში, მაქსიმალურად რომ ვცდილობ თავი შევიკავო და დედის ამპლუიდან არ გამოვიდე, მაგრამ ეს თემა სწორედ ის თემაა, რომელზეც ნამდვილად შემიძლია ხმამაღლა ვიყვირო და კიდევ ერთხელ გავაგონო ყველას❗️

ყველას შვილი შვილია ❗️❗️❗️❗️

ძვირფასი შვილი იყო ჩემი ნიკოც, რომელიც ქალაქის ცენტრში ჰაერში ამიფრინეს❗️ ❗️❗️

ამ გაუბედურებულ ყოფაში ადამიანებს ავიწყდება ყველაფერი და მინდა მთელს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმე არ გამოუძიებიათ, ახალგაზრდების დიდი ნუსხა ჩამომითვალეს და ორი უპატრონო, უსულო არსება როგორც განტევების ვაცი ჩასვეს საპყრობილეში❗️ არც ის ახალგაზრდები და არც კიდევ ისინი, ვინც საკინძეზე ამიკინძა საქართველოს პროკურატურამ ჩემს შვილს არც და ვერც ესროდნენ❗️❗️❗️

დღემდე მეც ვითხოვ ჩემს შვილზე პასუხს, რატომ?

იმიტომ ხომ არა, რომ მისი გონების და აზროვნების ვიღაცას შეეშინდა❗️

იქნებ მედია პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ხელისგულზე გიდებდა ის გახდა საშიში❗️❗️❗️❗️
ვის ეზედმეტა, ვის შეუშალა, სად გადაკვეთა? დიახ მეც ვითხოვ პასუხს❗️

მეც მტკივა და გული მეფლითება ჩემს შვილზე❗️

სამწუხაროა რომ ყველას მარტო თავისი შვილი სტკივა, ამიტომაც მივედით ასეთ უფსკრულამდე❗️

შვილების კვლა და ბულინგი უნდა შეჩერდეს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის❗️

შეუძლებელია ყურება იმისა თუ როგორ ხალისდება ძალადობა, ჩვენი შვილების კვლის ხარჯზე❗️

P.S. ჩემი შვილიც, შენი შვილიც და იმის შვილიც შვილია, მაგრამ ჩემს შვილს დღეს მიწა აყრია❗️❗️❗️“, – წერს იზა ომაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved