• რეკლამა
  • კონტაქტი
23:05, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!“ – ნინო ხარატიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:33 05-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,188

მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„წინასწარ: მომიტევეთ პათოსი, მაგრამ არ გამოდის ამ ვითარებაში სხვაგვარად…
10 წლის წინ გერმანიაში გამოვიდა ჩემი რომანი “მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)”
ამ წიგნისთვის 4 წლის მანძილზე მოვიარე რუსეთი, ჩვენი წარსულის უდიდესი და ყველაზე სისხლიანი თავები ხომ სამწუხაროდ დღემდე მოსკოვში ინახება…
იყო დღეები, როდესაც გული მერეოდა, იყო დღეები როდესაც ვერ ვხედავდი წიგნის წერის გაგრძელების აზრს, იმის გათვალისწინებით რასაც ვაწყდებოდი სხვადასხვა წყაროებში… სრული ნიჰილიზმი მიპყრობდა საბჭოთა სისტემის სისასტიკის, დაუნდობლობის, სრული მარაზმის ფონზე, მერე მაინც რაღაცნაირად ვაგრძელებდი… და გავედი ფინალში.
წიგნი თბილისში, მორიგ დემონსტრაციაზე მთავრდება, აწ უკვე 21 საუკუნეში. იქ 14 წლის გოგო დგას, რომელთა წინაპრებმაც მთელი ის ჯოჯოხეთი გამოიარეს იმის იმედით, რომ მათი შთამომავალი მაინც შეძლებდა და სხვანაირ, ახლებურ ისტორიას დაწერდა… თავად შეავსებდა ცარიელ ფურცელს და არც პარტია, არც ცკ, არც კრემლი, არც მორიგი განდიდების და ძალაუფლების მანიით შეპყრობილი დესპოტი არ დაუწერდა მას საკუთარ ბიოგრაფიას!
ეს წიგნი, ამ ბოლო 10 წელიწადში ჩემდა საბედნიეროდ ბევრ ენაზე ითარგმნა, ბევრმა ადამიანმა წაიკითხა. ბევრ მკითხველს შევხვდი და ყველა, უკლებლივ ყველა იმეორებდა: როგორ არ ვიცოდით რამხელა ბოროტებაში გიწევდათ ცხოვრება, როგორი საშინელება გამოიარეთ… და ყველა მეკითხება დღემდე:” როგორ გგონიათ, ბრილკა შეძლებს ამ ყველაფერს თავი დააღწიოს? დაწერს საკუთარ ისტორიას?” ჩემი პასუხი ყოველთვის ოპტიმისტური იყო: “აუცილებლად!”
როცა ამ წიგნს ვწერდი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ 10 წლის თავზე ისეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდი, რომელშიც ქართველ ჰომო სოვეტიკუსებს და მათ ბელადს ეპყრობოდათ ქვეყნის სადავეები ხელთ და ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით დაუჩოქებდნენ ისევ კრემლს იმის იმედით, რომ ნაწყენი მამა უძღებ შვილს “სახლში,” მონის სტატუსზე დააბრუნებდა!
და ამიტომ: ყველას მადლობა, ვინც ახლა საქართველოს მომავლისთვის იბრძვით! მადლობა ყველას, ვინც ახლა ქუჩაში ხართ!
ჩვენ არ გვაქვს უფლება გავაბათილოთ უკანასკნელი 35 წელი, მეორედ გავწიროთ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირა! ჩვენ არ გვაქვს უფლება წარსულში დავაბრუნოთ ჩვენი მომავალი და ჩვენს შვილებს ისევ საბჭოთა კავშირში დავახვედროთ! ისევ შიშისა და წნეხის, სრული უნდობლობის, შანტაჟის, ძალადობის, საკუთარი აზრის გამოხატვის აკრძალვის, “საზეპიროებისა” და პიონერთა ბანაკებისგან შეთითხნილი წარსული: რომელსაც მერე მომავლად გავასაღებთ!
ყველა ახალგაზრდა, რომელიც ახლა ქუჩაშია ის ახალგაზრდაა, რომელიც იმსახურებს საკუთარი ისტორიის- საკუთარი ხელით დაწერას!
მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ!“
თეგები: ნინო ხარატიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved