• რეკლამა
  • კონტაქტი
16:09, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველას გვჯეროდა რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა – ირაკლი ზარქუა

ალია ავტორი - ალია
12:45 06-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

ჩემი აზრით მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის დიდი ტრაგედიაა, როდესაც ასე ხდება დევალვაცია ამერიკული ღირებულებების, რომელიც ყველას გვჯეროდა და გვწამდა, რომ ამერიკა არის დემოკრატიის შუქურა, ეს არის ადამიანის უფლებები და რას ვხედავთ – ამერიკიდან ასანქცირებენ სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს იმიტომ, რომ კანონი მიიღეს, კანონი, რომელიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჩვენს კანონზე გაცილებით მკაცრი კანონი აქვთ თავიანთ სახელმწიფოებში. ახლახან საფრანგეთში მიიღეს და უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც გულისხმობს რომ ყველას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხოს. ჩვენთან კიდევ ვთქვით, რომ უბრალოდ წელიწადში ერთხელ შეავსე დეკლარაცია და გააგრძელე მუშაობა – ეს არ გვაპატიეს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, დეპუტატები დაასანქცირეს იმიტომ რომ კანონი მიიღეს და სამართალდამცავები იმიტომ, რომ წესრიგს იცავენ.

„2012 წლამდე, როდესაც მკვდრები ჯიხურის თავზე შემოყარეს, ამის გამო ერთი დასანქცირებული ან პოლიციელი, ან მერაბიშვილი, ან ადეიშვილები, კეზერაშვილი ან რომელიმე დეპუტატი გინახავთ?! ამიტომ არის ეს ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved